ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 6

ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 6

თქვენი დაბადების თარიღების ჯამური ბალანსით მიიღება, განაპირობებს იმას თუ კონკრეტულად რა სახის პროფესია შეგეფერებათ და რა სახის ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ.

ასე მაგალითად: ადამიანი რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება - 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

თუკი თქვენი ბედის ციფრი არის  – 6

ექვსიანების მთავარი თვისება ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა და თანამგრძნობი ბუნებაა. ეს ადამიანები ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ, დაეხმარონ ან უბრალოდ ღიმილით გაამხნევონ შეჭირვებაში მყოფი ხალხი. შესაბამისად, ექვსიანების სამოღვაწეო არეალი სწორედ ის სფეროებია, სადაც მოსმენისა და თანაგრძნობის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. ასეთებია: მედიცინა, ფსიქოლოგია და სოციოლოგია. ბევრი ექვსიანი გვხვდება მასწავლებლებსა და ღვთისმსახურებს შორის. მათგან ასევე კარგი ეიჩარ-სპეციალისტები და მხატვარ-დეკორატორები გამოდიან. ზოგადად ამ ხალხს, გარდა გულჩვილი ბუნებისა, დახვეწილი გემოვნება და სტილის გრძნობაც გააჩნია. რაც შესაბამისად წარმატებას უქადის მათ მოდელიორის ან მხატვრის პროფესიის ათვისებისას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?