ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 9

ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 9

თქვენი დაბადების თარიღების ჯამური ბალანსით მიიღება, განაპირობებს იმას თუ კონკრეტულად რა სახის პროფესია შეგეფერებათ და რა სახის ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ.

ასე მაგალითად: ადამიანი რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

თუკი თქვენი დაბადების ციფრი არის – 9

ცხრიანები ყველაზე რთული ბუნების ადამიანები არიან დანარჩენ ციფრებს შორის. ბუნებით ნოვატორებსა და ცვალებადებს, არასოდეს აკმაყოფილებთ მიღწეული და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახლის შემეცნებას და აღმოჩენას. ასეთი ადამიანისთვის სულის ხუთვის ტოლფასია ერთი და იმავე საქმის კეთება. როგორც წესი, ცხრიანები ცხოვრების მანძილზე მრავალმხრივ ვითარდებიან და ბევრ, რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში ახერხებენ ძალების მოსინჯვას. მათი უმრავლესობა სახელოვნებო ნიჭითაა დაჯილდოვებული, ამიტომ ცხრიანისგან კარგი შოუმენი, მომღერალი ან მსახიობი დგება. არანაკლებ აინტერესებთ ამ ადამიანებს ფსიქოლოგია, სამწერლო სარბიელი, მეცნიერების სხვადასხვა დარგი, პიარისა და მარკეტინგის სფერო. სამედიცინო პროფილით კი უფრო ქირურქგიაა მათთვის მისაღები. ბევრი ცხრიანი საკუთარ ცხოვრებას არქეოლოგიას, პოლიტიკურ სარბიელს ან დიზაინის სფეროს უძღვნის. პრინციპში, მათთვის ნებისმიერი სფეროს კარი ღიაა, იმიტომ რომ წინამორბედი რვა ციფრის ენერგეტიკა იყრის თავს ცხრიანებში, რაც განაპირობებს კიდეც მათ ასეთ მრავალმხრივობას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?