არსებობს რამდენიმე წესი, რომ სასურველი მიიღოთ.
როცა ქუჩაში ახლობელს შეხვდებით, გულში ბედნიერება, ღიმილი, გამარჯვება უსურვეთ. ეს ჩუმი სურვილი დიდი ძალის მფლობელია და პირველ რიგში მას "ემუქრება", ვინც სხვისთვის გაიმეტა.
მეორე წესის თანახმად, არავის სახლში არ მიხვიდეთ ხელცარიელი. თუ ძვირად ღირებული საჩუქრის ყიდვის საშუალება არა გაქვთ, მიიტანეთ ყვავილის ტოტი, თუნცდაც ერთი ცალი კანფეტი, მისალოცი ბარათი (შეგიძლიათ ჩამოუწეროთ რას უსურვებთ, გაუფორმოთ), ლოცვა...
არავის სახლში არ მიხვიდეთ ცუდი განწყობით. სტუმრად წასვლამდე შეიქმენით სასიამოვნო შეგრძნება, სახეზე - ღიმილი და ისე მიუკაკუნეთ მასპინძელს.
არავის დაუმალოთ თქვენი კეთილი სურვილები, აავსეთ გარშემო მყოფები კომპლიმენტით. მთავარია, თქვენი ნათქვამი იყოს დადებით, თავად იყოთ გაღიმებული.
სასურველია, თავადაც ცუდ განწყობაზე რომ იყოთ, შეხვედრისას ადამიანს გაუღიმოთ და რაიმე სასიამოვნო უსურვოთ, შეგიძლიათ სრულიად მარტივად უთხრათ: "ბედნიერ დღეს გისურვებთ", "გამარჯვებით გევლოს", "ღმერთმა დაგლოცოს".
გახსოვდეთ, რომ თქვენგან წამოსული დადებითი ენერგია თქვენვე დაგიბრუნდებათ. დაიბრუნეთ დადებით და არა უარყოფი ენერგიები!