როგორია ბედნიერების ფორმულა ასტროლოგიური თვალსაზრისით

როგორია ბედნიერების ფორმულა ასტროლოგიური თვალსაზრისით

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ათასზე მეტი წარმატებული, ქუდბედიანი და საკუთარ სფეროში პოპულარული ინდივიდი, რის შედეგადაც ჩამოაყალიბეს შემდეგი მათემატიკური ფორმულა – У=Х+З+С =Х+З+С.

ამ ფორუმლაში У ნიშნავს იღბალს, Х – პიროვნულ სახასიათო შტრიხებს (მათ შორის ფსიქოლოგიურ მოქნილობას და ლოიალურობას გარშემო მყოფებისადმი), З – ჯანმრთელობის მდგომარეობას და კარგი მეგობრების რაოდენობას, ხოლო С – მაღალ თვითშეფასებასა და იუმორის გრძნობას. ამასთან ერთად, გაირკვა, რომ თავის მხრივ იღბალი დამოკიდებულია ადამიანის უნარზე გასცდეს შესაძლებლობის და არსებული რეალობის ფარგლებს. აქედან გამომდინარე, ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის სწავლულებმა და კერძოდ პროფესორმა რიჩარდ ვაისმანმა გამოიტანა დასკვნა, რომ წარუმატებლობის მიზეზი თავად ადამიანში იმალება, როგორც წესი ასეთი ხალხი შინაგანი დაძაბულობით, ნერვოზულობით და დაბალი თვითშეფასების კოეფიციენტით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, სწორედ მათი ეს შინაგანი, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ბლოკავს  უნარს  შეამჩნიონ სიახლეები, ყური დაუგდონ საკუთარ ინტუიციას და ხელიდან არ გაუშვან ის განსაკუთრებული "შანსიანი" მომენტები, რომელსაც ცხოვრება ნებისმიერ ჩვენგანს სთავზობს.

ახლა კი მოდით ფორმულა У=Х+З+С =Х+З+С. ასტროლოგიურ ჭრილში გადავიყვანოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ასპექტებს შეესაბამება ასტროლოგიური კუთხით ზემოთ ხსენებული მონაცემები.

ფსიქოლოგიურ მოქნილობასა და ადაპტირების ნიჭს ასტროლოგიურად მთვარე კურირებს, საკუთარი თავის რწმენას და ვიტალურობას მზე, ცხოვრებით ტკბობასა და გარშემო მყოფებში სიმპათიის გამოწვევის ნიჭს ვენერა, ოპტიმიზმსა და მიზანსწრაფულობას იუპიტერი. გარდა ამისა, არსებობს ასპექტების გარკვეული კონფიგურაცია, რომელშიც უმთავრესი როლი მთვარის კვანძებსა და მის ასპექტებს ენიჭება. რახუს და ქეთუს კარგი განლაგება და პოზიტიური ასპექტირება ადამიანს აძლევს უნარს, ინტუიციურად იპოვოს სირთულეებიდან გამოსავალი ან სულაც აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი. საკუთარ თავთან დამოკიდებულების შეცვლით კი ჩვენ ბედისწერის ხაზსაც ვუცვლით მიმართულებას. ხოლო ეს შინაგანი "გადაწყობა" სწორედაც რომ ასტროლოგიის თემაა. ასტროლოგიის მიზანი ხომ სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ  მაქსიმალურად დაეხმაროს ადამიანს საკუთარი თავისა და შინაგანი რესურსების უკეთ გაცნობა-გაანალიზებაში. შინაგანი ტრანსფორმაციის ხარჯზე კი ბედისწერაც იცვლება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?