ეს ფოტო და-ძმას, მათმა მშობლებმა გადაუღეს და დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა საოჯახო არქივში, სანამ უკვე ზრდასრულმა ბილმა არ აღმოაჩინა იგი. ფოტოს სიუჟეტმა მას მუზა მოჰგვარა და გადაწყვიტა მორიგი ნახატი დაეხატა. სურათი პირველად 1972 წელს გამართულ გამოფენაზე წარუდგინა მან ფართო საზოგადოებას.
გამოფენის გახსნის დღესვე, დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, არითმიის შეტევებისა და წნევის გამო რამდენიმეჯერ გახდა საჭირო "სასწრაფოს" გამოძახება. თუკი სურათს თქვენც კარგად დააკვირდებით, ალბათ ყოველივე ზემოთ ქმულის მიზეზი ნათელი გახდება. ნახატი ნამდვილად არ გამოირჩევა პოზიტიური ენერგეტიკით. საკუთარი თავი, ავტორმა რეალისტურად გამოსახა, ხოლო დის პერსიონაჟი რატომღაც თოჯინად გადააკეთა. თუ დააკვირდებით, სურათზე მზიანი დღეა მაგრამ ფანჯრებს მიღმა, რატომღაც წყვდიადია გამეფებული. ხოლო მინა, ირეკლავს რამდენიმე წყვილ ხელის მტევანს, რომელიც თითქოსდა ამ წყვდიადიდანაა გამოზრდილი და ბავშვებისკენ იწევენ.
გამოფენის შემდეგ, ნამუშევარი ექსცენტრულმა ხელოვნების ექსპერტმა იყიდა, რომელიც "ლოს-ანჯელეს თაიმსში" მუშაობდა. მისგან კი, ნამუშევარი მსახიობ ჯონ მარლის მფლობელობაში მოხვდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე მარლიც და წინა მფლობელიც, ნახატის შეძენიდან ორ თვეში, აბსოლუტურად მოულოდნელად გაირდაიცვალა. მსახიობის ოჯახმა, გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა ავად სახსენებელი სურათი და იგი უბრალოდ სანაგვეზე გადააგდო.
მოგვიანებით, ნახატი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამამ იყიდა ძველმანებით მოვაჭრის ფარდულში, რომელმაც როგორც ჩანს ნამუშევარი ზემოთ ხსენებული სანაგვიდან განადგურებას გადაარჩინა. შენაძენის სახლში მიტანიდან, მალე ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა პატარა გოგონამ, პანიკურად დაიწყო მტკიცება რომ ბავშვები რომლებიც ნახტზე არიან ასახული, ღამ-ღამობით ჩხუბობენ. ბავშვის ჭირვეულობით თავმობეზრებულმა მამამ გადაწყვიტა, სათვალთვალო კამერა დაეყენებინა ოთახში, სადაც სურათი ეკიდა. კამერამ მართლაც დააფიქსირა უცნაური ცვლილებები და ხმები სურათიდან. ნანახით შოკირებულმა მფლობელმა, ნახატი სასწრაფოდ გაყიდა ინტერნეტ-აუქციონით და მისმა ფასმა ხუთმაგად აიწია, მხოლოდ იმიტომ, რომ მფლობელი ყველას აფრთხილებდა მისი საბედისწერო თვისებების შესახებ. საბოლოოდ ნახატი, ჩიკაგოს მახლობლად მცხოვრებმა კოლექციონერმა ვინმე კიმ სმიტმა შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთგზის აფრთხილებდნენ ნამუშევრის ფატალურობის შესახებ კეთილისმსურველები. მათ შორის ამერიკაში ე.წ. "ბოროტ ძალებთან მებრძოლი" ცნობილი წყვილი ედ და ლორეინ უორენებიც.
სურათის სახელწოდებაა «Hands Resist Him», ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ნახატი ფლობს გასაოცარ ბიონერგეტიკას, რომელიც სიმბოლურად გარდასულთა სამყაროში დამაკავშირებელ კარს აღებს. ამაზე მიანიშნებს კიდეც ხელის მტევნები, რომელიც წყვდიადიდანაა გამოკვეთილი.
დღესდღეობით დაწყევლილი ნახატის საბოლო ბედი უცნობია. ამბობენ რომ იგი ისევ კოლექციონერის მფლობელობაში იმყოფება, რომელმაც ბოლოს შეიძინა.
ამასთან ერთად, თავად სურათის ავტორიც რომელიც მხოლოდ ამ ავადხსენებული ნამუშევრის მეშვეობით გახდა ცნობილი, დღემდე ცოცხალია და მშვიდად ცხოვრობს კალიფორნიის შტატში, ქალაქ ოკლენდში. თუმცა, ადამიანები რომელთაც ნახატის ხილვა მხოლოდ ინტერნეტით უწევთ, ერთხმად აღნიშნავენ რომ სურათზე დიდი ხნით ყურება აშკარად მოქმედებს ფსიქიკაზე და მხილველს აიძულებს, მალე მოარიდოს თვალი ბიჭის სახეს რომელსაც 50 წლის კაცის ნაკვთები აქვს.