ბოლო პერიოდის ხმაურიანი ჰოლივუდური განქორწინებების ბუმი რეტრო ვენერას ბრალია?

ბოლო პერიოდის ხმაურიანი ჰოლივუდური განქორწინებების ბუმი  რეტრო ვენერას ბრალია?

არამხოლოდ მისი კლიმატური სიმხურვალის გამო დაამახსოვრებს თავს, არამედ იმის გამოც, რომ ჰოლივუდი ჯერ არნახული განქორწინებების ბუმმა წალეკა. ამ პერიოდში "წყალი შეუდგა" ისეთი "სტაჟიან" და ერთი შეხედვით ძალიან მყარი ოჯახური წყვილების ერთობლიობასაც კი როგორიცაა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის, გვენ სტეფანისა და გევინ როზდეილის დუეტი. მსოფლიო მასშტაბით ათასობით ადამიანი დღემდე დაძაბული ინტერესით ადევნებს თვალს ჰოლივუდური განქორწინებების სერიას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება...

მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ ზუსტად ამ ზაფხულს დადგა არაერთი ცნობილი წყვილის თანაცხოვრებაში ე.წ. "კრიზისული ფაზა"? ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაფერი ამის თავი და თავი ვენერას რეტროგრადული მოძრაობა გახდა. ამ პროცესმა კი სათავე ივლისის მეორე ნახევრიდან აიღო.

პლანეტა ვენერა ასტროლოგიურად სასიყვარულო ურთიერთობებსა და მათ ფორმაზე აგებს პასუხს. მაშინ როცა იგი რეტროგრადულ (უკანამავალ ფაზაში) იწყებს მოძრაობას, ძალიან ბევრი წყვილის ცხოვრებაში დგება წარსულის შეცდომების ამოტივტივება-გაცხრილვის საკითხი მწვავედ. ზოგიერთი ოჯახი ახერხებს საკუთარი საქციელის გააზრებას და გადაფასებს. მათ კი, ვინც ამის წინააღმდეგია ან უბრალოდ არ სურს მომავალშიც იგივე პარტნიორთან გააგრძელოს ურთიერთობა, ვენერას რეტრო ფაზა გზას მარტივად უთავისუფლებს. მოკლედ, "სადაც ვიწრო იყოს, იქ გაწყდესო" ხომ გაგიგონიათ?

ვენერა რეტროგრადული 25 ივლისიდან გახდა. ამ პერიოდში იგი კრიტიკულ და მეწვრილმანე ქალწულის ნიშანში იმყოფებოდა და რა გასაკვირია, რომ ცნობილი (და არაცნობილი) წყვილების ცხოვრებაშიც ზუსტად ამ დროს იჩინა თავი ურთიერთბრალდებების სურვილმა და წვრილმანებზე კინკლაობის მოთხოვნილებამ. მართალია, რაღაც პერიოდის შემდეგ ვენერამ უკვე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გააგრძელა მოძრაობა, თუმცა ისევ რეტროგრადულად და ამჯერად ქალწულის ნეგატიური თვისებების ნაცვლად, ლომის ზოდიაქოს ნეგატივი წამოსწია წინ პარტნიორულ კავშირებში - რაც არაჯანსაღი ამბიციებით, ზედმეტი ეგოიზმის გამომჟღავნებითა და ქედმაღლობით გამოიხატა. მაგრამ ისე კი ნუ გეგონებათ, რომ ვენერა რეტრო მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივის მომტანია ადამიანების ცხოვრებაში. არა და არა, ჩემო კარგებო!

პლანეტის რეტრო მოძრაობა ადამიანებს წარსულში დაბრუნების და იქ დაშვებული შეცდომების გააზრების საშუალებისკენ უბიძგებს. თუმცა, მოგეხსენებათ, არ არსებობს წამალი, რომელიც გემოთი ცოტა მწარე არ იქნება. ჰოდა, ურთიერთობების რეანიმირების გზაზე რეტრო ვენერასაც გულუხვად მოაქვს ურთიერთდაპირისპირებები, ბრალდებები და წამოძახებები, რაც მერწმუნეთ, არც ერთი წყვილისთვის არ არის მარტივად გადასატანი თემა. სამაგიეროდ, ისინი ვინც ამ "რთულ გამოცდას" გმირულად უძლებენ, სამომავლოდ ურთიერთობის ახალი და გაუმჯობესებული, რაც ყველაზე მთავარია, გაცილებით მყარი პერსპექტივით ჯილდოვდებიან. ჰოდა, განა არ ღირს ეს "კოსმიური მკურნალობა" ამად?

ასე მაგალითად: ჯიუტი და თავისნათქვამა ვერძი - ჯენ გარნერი, ღიად დაუპირისპირდა თავის ამბიციურ და ეგოისტ მეორე ნახევარს ბენ აფლეკს , რომელიც მსოფლიო ტაბლოიდებმა მოღალატეობაშიც კი ამხილეს. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ოჯახის ხელახლა გამთლიანების შანსი ჯერ კიდევ დიდია და რეტრო ვენერამ მხოლოდ საფუძვლიანი რყევა შეიტანა მათ ურთიერთობაში, ისევ და ისევ მათივე კავშირის გასამყარებლად.

რაც შეეხება მშვიდობისმოყვარე სასწორის - გვენ სტეფანისა და სექსუალური, ვნებიანი მორიელის გევინ როსდეილის ოჯახს , მათ შორის სავარაუდოდ ვნება გაქრა ან მიზიდულობა დაიკარგა. თუმცა, ამ წყვილს მეგობრებად დარჩენის დიდი შანსი აქვს, ასე ფიქრობენ ასტროლოგები. სასწორის ნიშანი რაც არ უნდა რბილი მოგეჩვენოთ, მორიელზე პრინციპული ხდება, როცა მისი მოთმინების ფიალა ბოლომდე ივსება.

ორი ლომის - შარლიზ ტერონისა და შონ პენის ერთობ პერსპექტიულ კავშირს

, რომლის დაგვირგვინებასაც თაყვანისმცემლები ამაოდ ელოდნენ გრანდიოზული ქორწინებით წყალი, ყოფილი პარტნიორების უდროო დროს გამოჩენამ "შეუყენა". რეტროგრადული ვენერა კი ზუსტად ამგვარი მეთოდით ცდის ძალზე ხშირად ჩვენს უკვე არსებულ კავშირებს გამძლეობაზე.

ხოლო ამერიკის სექსსიმბოლოს ასევე ლომის ნიშნით დაბადებული ჯენიფერ ლოურენსისა და ნეპტუნიანელი თევზების - კრის მარტინის კავშირს, საბოლოო განაჩენი პარტნიორებს შორის ხასიათებსა და ფასეულობებში მკვეთრმა განსხვავებამ გამოუტანა. რეტრო ვენერას პერიოდმა კი ამ ორს ზუსტად რომ "თვალი აუხილა" აღნიშნული პრობლემების დასანახად.

ასე და ამგვარად, სანამ ვენერა საბოლოოდ დაასრულებს თავის რეტროგრადულ ციკლს - და ეს დაახლოებით სექტემბრის შუა პერიოდში მოხდება, სავსებით შესაძლებელია, ზემოთ ჩამოთვლილ წყვილებს შორის ზოგიერთმა ისევ გადახედოს საკუთარ პოზიციას და სამომავლოდ ისევ ერთად ყოფნა არჩიოს განქორწინებას. თუმცა, ყველაფერი ეს ურთიერთკომპრომისის და დათმობის ხარჯზე უნდა მოხდეს, რაც სამომავლოდ სრულიად ახლებურ კავშირს დაუდებს საფუძველს მათ შორის.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?