რომ ბოშებს - უძველეს მოხეტიალეებს ნიშნების საკუთარი სისტემა გააჩნიათ, რომელიც თავის მხრივ ადამიანის ბედისწერაზე აგებს პასუხს დაბადების თარიღის მიხედვით. ბოშურ "ჰოროსკოპშიც" მსგავსად ტრადიციული ზოდიაქოსი თორმეტი ნიშანია და ყველა მათგანს საკუთარი დახასიათება შეესიტყვება. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
ნაჯახი - 22.11-21.12
ამ პერიოდში რისკისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები იბადებიან. ისინი არიან საოცრად თავდაჯერებულები და თამამები, ამიტომ ნებისმიერ ახალ შანსს ცხოვრებაში ოპტიმიზმითა და სიხარულით ხვდებიან. არიან საოცრად დამოუკიდებლები და თავისუფლების მოყვარულები. ვერ იტანენ ჩარჩოებს და შეზღუდვებს. მათთვის არ არსებობს არანაირი ტაბუ ან აკრძალვა. ისინი დაჯილდოებულნი არიან ბუნებრივი სწრაფი აზროვნებითა და გამჭრიახობით. აქვთ კრეატიული ნიჭი და სამსახიობო ტალანტი. თუმცა, ამასთან ერთად, საკმაოდ შორსმჭვრეტელები და დაკვირვებულებიც არიან, რაც საშუალებას აძლევს ამ ხალხს ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გამოვიდნენ გამარჯვებული. მათი უმეტესობა ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში და იგი ხშირადაა სხვებისთვის სასიცოცხლო სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი.