იცის, რომ ბოშებს - უძველეს მოხეტიალეებს ნიშნების საკუთარი სისტემა გააჩნიათ, რომელიც თავის მხრივ ადამიანის ბედისწერაზე აგებს პასუხს დაბადების თარიღის მიხედვით. ბოშურ "ჰოროსკოპშიც" მსგავსად ტრადიციული ზოდიაქოსი თორმეტი ნიშანია და ყველა მათგანს საკუთარი დახასიათება შეესიტყვება. დღეიდან გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
შანდალი 21.05-20.06
კომუნიკაბელური, ძალიან კონტაქტური, მოფერებისა და ჩახუტების მოყვარული ინდივიდია. მას მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა, მეგობრების შეძენა და შუამავლობა. ყოველთვის გულისხმიერია სხვების მიმართ. ასხივებს სითბოსა და სინათლეს. ამიტომაც არის ხოლმე კოლექტივის და სამეგობროს სული და გული. ამასთან ერთად საკუთარი თავის ფასიც კარგად აქვს გააზრებული. ხშირად გულუბრყვილო და ჩერჩეტი ჩანს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია თვალის ასახვევად. სინამდვილეში იგი გამჭრიახი და წინდახედულია. გამგებიანს და ჭკვიანს, არ უჭირს სხვების თვალში საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენა. ფულთან დაკავშირებით გონივრულად ხელმომჭირნეა. უყვარს დაგროვებაც. კარგი ჯანმრთელობა აქვთ, თუმცა მალე იღლებიან და მათთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.