რომ ბოშებს - უძველეს მოხეტიალეებს ნიშნების საკუთარი სისტემა გააჩნიათ, რომელიც თავის მხრივ ადამიანის ბედისწერაზე აგებს პასუხს დაბადების თარიღის მიხედვით. ბოშურ "ჰოროსკოპშიც" მსგავსად ტრადიციული ზოდიაქოსი თორმეტი ნიშანია და ყველა მათგანს საკუთარი დახასიათება შეესიტყვება. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
ზანზალაკი 23.08-22.09
სირბილე და კეთილი გული - აი, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების სავიზიტო ბარათი. თუმცაღა, ყველაფერ ამასთან ერთად, ისინი რეალისტები და საოცრად შრომისმოყვარეებიც არიან. ადამიან-ზანზალაკებს საზოგადოებაში არცთუ იშვიათად უკავიათ გამოსაჩენი ადგილი, მათ მიმართავენ რჩევისა და დახმარებისთვის გარშემო მყოფები. მათთვის დამახასიათებელია საოცარი ნიჭი - გულდასმით უსმინონ თანამოსაუბრეს. ზანზალაკს გულთან ახლოს მიაქვს სხვისი პრობლემები და გასაოცარი ფსიქოლოგიური უნარებით გამოირჩევა. მართალია, ამასთან ერთად, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია, მაგრამ მისი რჩევები რეალურად ფასობს საზოგადოებაში. ფინანსებთან მიმართებაში ფრთხილები და უზომოდ წინდახედულები არიან. ამ ხალხს ხელგაშლილს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა ძუნწიც არავითარ შემთხვევაში არ ჰქვიათ. აქვთ კარგი ჯანმრთელობა, რასაც მათი შინაგანი სისადავე და სიკეთე უწყობს ხელს. ისინი არასოდეს უსურვებენ სხვას ცუდს და ბოროტებას.