"ბრედ პიტს მოსალოცად აქვს საქმე" ჯოლი-პიტის განქორწინების შესახებ სკანდალურ განცხადებას ცნობილი რუსი ასატროლოგი ალექსანდრ ლიტვინი აკეთებს

"ბრედ პიტს მოსალოცად აქვს საქმე"  ჯოლი-პიტის განქორწინების შესახებ  სკანდალურ განცხადებას ცნობილი რუსი ასატროლოგი  ალექსანდრ ლიტვინი აკეთებს

ერთ დროს სამაგალითო ოჯახად მიჩნეული "ბრანჯელინას" დაშლამ საზოგადოება შოკში ჩააგდო და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პრესა დღემდე არკვევს ამ მოულოდნელი განქორწინების რეალურ მიზეზებს. თუმცა, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გახლავთ ბუნდოვანებით მოცული. რაღა თქმა უნდა, ჩვენც დავინტერესდით იმით თუ რა გარემოებებმა იმოქმედა ჰოლივუდის ერთი შეხედვით ყველაზე მყარი ოჯახური წყვილის გაყრაზე და საკმაოდ საინტერესო სტატიაც მოგიმზადეთ, რომელშიც ცნობილი რუსი ასტროლოგის, "ექსტრასენსთა ბრძოლის" გამარჯვებული ალექსანდრ ლიტვინისეულ ვერსიას შემოგთავაზებთ ამ ხმაურიანი განქორწინების გარშემო.

როგორც რუსი ასტროლოგი ამბობს, ანჯელინამ დედ-მამისგან მტკიცე ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და ფასეულობათა ძალზე მყარი სისტემა მიიღო მემკვიდრეობად. ლიტვინის აზრით, ეს არის ქალი, რომელიც თავისი ბუნებით ე.წ. "ენერგოვამპირია", რომელიც საკუთარ ბიოლოგიურ ასაკს წინ უსწრებს განვითარებისა და სამყაროს ხედვის კუთხით. მას აქვს უნარი პარტნიორებისგან აიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკა. ჯოლის პირველი მეუღლე მსახიობი ჯონი ლი მილერი, საკმაოდ ძლიერი ინტუიციით დაბადებული ადამიანი გახლდათ. ამიტომ მან ურთიერთობის დასაწყისშივე გაიაზრა ანჯელინას ხასიათის მთელი სირთულე და დაშორების ინციატორიც თავად იყო. შეიძლება ითქვას, რომ ანჯელინა დღემდე ამ ურთიერთობისგან დარჩენილ პოსტტრავმულ პერიოდს გადის. იმიტომ რომ, მან ვერ შეძლოა პირველი მეუღლისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკის მიღება. ამ უკანასკნელმა დროზე გადაირჩინა თავი.

ანჯელინას მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონი, ლიტვინის აზრით "დიდი ბავშვია", ადამიანი, რომელსაც მარტოოდენ საკუთარი ეგო ადარდებს. ამიტომ ასეთი ადამიანისგან ენერგეტიკული "საკვების" მიღებას ძნელად თუ მოახერხებს ვინმე, უფრო პირიქით - იგი თავად იკვებება სხვისი ენერგიით. ამიტომაც იყო, რომ ანჯელინამ საკმაოდ სწრაფად მიიღო ამ ადამიანთან განქორწინების გადაწყვეტილება.

დაბოლოს, ჯოლის მესამე მეუღლე ბრედ პიტი - ლიტვინის აზრით, საკმაოდ გულღია, დიდსულოვანი ადამიანია, რომელმაც მართლაც რომ გმირულად ზიდა ამდენი წლის მანძილზე ცოლქმრული უღელი. ლიტვინი ფიქრობს, რომ ანჯელინასთვის ბრედ პიტი უკვე აღარ წარმოადგენს ენერგოდონორს, მისგან იგი ვეღარ იღებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკას და ამიტომაც გადაწყვიტა ამ უკანასკნელთან განქორწინება. " ბრედ პიტს მოსალოცად აქვს საქმე" - ამბობს ალექსანდრ ლიტვინი - ამ ტიპის ქალთან ურთიერთობა მას როგორც პიროვნებას საბოლოოდ გამოფიტავდა და დააცარიელებდა“.

წყარო - http://www.elle.ru/

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?