ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის არსებობს პერიოდები იღბლის და პერიოდები მეტ-ნაკლები უიღბლობის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ თვეში ხართ დაბადებული. შესაბამისად, არსებობს ნუმეროლოგიური გათვლა იმის შესახებ, თუ რომელი რიცხვებია თქვენთვის ყველაზე იღბლიანი დაბადების თვის მიხედვით.
ასე მაგალითად, თუ თქვენ იანვარში დაიბადეთ წარმატებას მოგიტანთ ნებისმიერი თვის 1, 16 და 18 რიცხვი.
თუ თებერვალში ხართ დაბადებული მნიშვნელოვანი საქმეები 2,17, 22 და 30 რიცხვებში დაგეგმებთ.
თუ მარტში მოევლინეთ ქვეყანას კარგია 10 და 20 რიცხვი ნებისმიერი თვის.
ხოლო აპრილში დაბადებულს 4, 8, 16 და 25 რიცხვებში სწყალობს ბედი.
მაისში დაბადებულისთვის კარგია 18,19 და 29 რიცხვები.
ივნისში დაბადებულმა კი 3, 6 და 26 რიცხვებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება.
ივლისში დაბადებულებს უმართლებთ ხოლმე 22 და 27 რიცხვებში.
ხოლო აგვისტოში დაბადებულისთვის კარგია 7, 21 და 28 რიცხვი.
სექტემბერში დაბადებულმა არჩევანი 11 და 14 რიცხვებზე უნდა გააკეთოს.
ხოლო ოქტომბერში თუ დაიბადეთ კარგია 13 და 31 რიცხვი.
ნოემბერში დაბადებულისთვის 5 და 9 რიცხვებია მიზანშეწონილი.
ხოლო დეკემბრის ადამიანებს ნუმეროლოგები ურჩევენ წარმატების მისაღწევად 14 და 15 რიცხვები გამოიყენონ.