ჩაცმის როგორი სტილი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჩაცმის როგორი სტილი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ერთობ აქტუალურია მიმართულება fashion astrology - ანუ მოდის ასტროლოგია, რომელიც თავის მხრივ პლანეტების გავლენასა და მოდურ ტენდენციებს შორის კავშირს სწავლობს. ამ მიმდინარეობის მიხედვით არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს ჩაცმულობის როგორი სტილი უხდება და რა სახის სამოსში გამოიყურება განუმეორებლად.

ასე მაგალითად ვერძს შეუძლია იყოს თამამი ჩაცმულობაში. უხდება მკვეთრი ფერები და კარგად უწყობს ფეხს მოდის უახლოეს ტენდენციებს.

კურო კონსერვატორულობის მომხრეა. მას ბუნებრივი ტონები უხდება და ჩაცმულობაც კლასიკურთან მიახლოებული.

ტყუპს შეუძლია ფერები და ფაქტურები იდეალურად "გამიქსოს" სამოსში. ნებისმიერი ექსპერიმენტის უფლება აქვს და იგი მაინც განუმეორებლად ქალური იქნება.

კირჩხიბს ქალური, ნაზი სტილი შეეფერება. ფერებიც მუქი მწვანე-ჭაობისფერი, ან ლურჯი. ფაქტურა მსუბუქი და ნაზი.

ლომს ეპატაჟურობა მოსწონს ყველაფერში, მათ შორის ჩაცმაშიც. მისი საყვარელი სამოსი ოქროსფერი უნდა იყოს ან სულაც ჩალისფერი. ატარებს ბევრ ოქროს აქსესუარს.

ქალწული მინიმალისტია ბუნებით და სძულს ზედმეტობა. მისი სტილი მკაცრად სადა, თუმცა დახვეწილი და პრაქტიკულია. უყვარს პატარა ზომის ვერცხლის სამკაული.

სასწორი გამორჩეულად პრანჭიაა. ჩაცმა-დახურვის თემა მისი დიდი სისუსტეა. აღმერთებს ფერად სამოსს და ლამაზ, ქალურ აქსესუარებს. ხშირად იყენებს ბაფთებს.

მორიელი ბრუტალურად სექსუალური ქალია. მისი ფერია შავი და წითელი. თუმცა ზუსტად ამ შეხამებაში გამოსჭვივის მისი სუპერ სექსუალურობა. წითელი პომადა მისი განუყრელი მეგზური უნდა იყოს.

მშვილდოსანს პრაქტიკული სამოსისკენ მიუწევს გული და ვერ იტანს მკაცრ დრესკოდს. სასურველი სამოსი მისთვის სპორტულ-ქეჟუალის სტილისაა. უყვარს ბოტასები და ჯინსები.

თხის რქას კლასიკა მოსწონს. მკაცრი სილუეტის მქონე სამოსი უხდება. განსაკუთრებით ლამაზია უნიფორმაში. იშვიათად სწყალობს ფერად ტონებს.

მერწყული ჩაცმის მხრივაც ისეთივე ორიგინალურია როგორც აზროვნებაში. უყვარს სამკაულები, ორიგინალური თავსაბურავები და ფირუზისფერი ფერი.

თევზები გამორჩევით ქალური და ნაზია. მოსწონს მსუბუქი ფაქტურის სამოსი. შეუძლია მამაკაცის სამოსშიც კი საოცრად ქალურად და ნაზად გამოიყურებოდეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?