კიდევ სოლიდური პერიოდი გვაშორებს ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ახალი წლის დადგომას და ზოგადად, ახალ წლამდეც თვეზე მეტი დაგვრჩა, მაგრამ ადამიანების ცნობისმოყვარეობა განუსაზღვრელია და ჩვენი მკითხველებიც არაერთგზის გვისვამენ კითხვას: მაინც რას მოგვიტანს ანცი და ეშმაკი მაიმუნი 2016 წელს?
გამომდინარე იქედან, რომ დამდეგი 2016 წელი წითელი, თანაც ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადია და ე.წ. "მთვარის კამრულმა კვანძებმა" სულ ცოტა ხნის წინ გადაინაცვლა სასწორი/ვერძის ღერძიდან, ქალწული/თევზების ღერძზე, მომავალი წელიწადი ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენლისთვის პირველ რიგში ჯანმრთელობის თემებს წამოსწევს წინ. მაიმუნმა შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანთან "ბოროტი ხუმრობაც" გაითამაშოს და ცოტა შეგაშინოთ კიდეც არასასიამოვნო დიაგნოზით. თუმცა, ნუ იჩქარებთ დანაღვლიანებას, იმიტომ მაიმუნის წელიწადში ყოველგვარი მოულოდნელობას ექნება ადგილი. მათ შორის მცდარ დიანოზებსა და საოცარ გამოჯანმრთელების პრეცენდენტებსაც.
ეს წელი ძირითადად ისეთ ადმიანებს მისცემს წინსვლის შანსებს, ვინც საკუთარ ცხოვრებას გონივრული რისკის კალაპოტში აგებს. დაგეგმილ-გაწერილი გეგმები გახსოვდეთ, რომ მარტივად აგერევათ მაიმუნი ხომ მზაკვარი და მასხარაა ყველაფერთან ერთად.
სამაგიეროდ, იგი კრეატიულ, ოპორტუნისტული სულის მქონე და აზარტულ ინდივიდებს სწალობს. ამიტომ დამდეგი 2016 წელი გონივრული რისკისთვის და ცხოვრების საინტერესო მოვლენებით გამრავალფეროვნებისთვის უნდა გამოიყენოთ.
ეს ის წელია, როცა ძალიან ბევრი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ, თუკი ჩვენ ზემოხსენებული რისკი და ფინანსური ალღო არ გვიმტყუნებს. განსაკუთრებით გაუმართლებთ მსუბუქ მრეწველობაში, კერძო ბიზნესში, სამედინცინო და ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. კომერციულ და საბანკო სტრუქტურაში მომუშავე ინდივიდებს და ყველას, ვისაც გამჭრიახი გონება, მაძიებელი სული და კრეატიული აზროვნება გააჩნია.
მაიმუნი პირად ურთიერთობებშიც ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გვპირდება. დათბება და გააქტიურდება ურთიერთობები, არამხოლოდ მტრულად განწყობილ "ყოფილებს" შორის, მაიმუნი დადებითად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე ნათესავებთან და მეგობრებთან. შესაძლებელია ამ წელს ბევრმა ადამიანმა აღადგინოს წლების წინ გაწყვეტილი კავშირები ოჯახთან ან ძველ მეგობრებთან.
მაიმუნი სიახლეებისა და ცვლილებების მოყვარული ვინმეა, ამიტომ დამდეგი წელიწადი ყველას ჰპირდება წინსვლას, ვისაც ცვლილებების არ ეშინია და ცდილობს, ცნობიერების ფარგლები მაქსიმალურად გაიფართოოს იქნება ეს სწავლა, მოგზაურობა თუ ახალი კონტაქტების შეძენა. ეს კარგი წელია ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნებისთვის. თუმცა, როგორც ასტროლოგები თვლიან, განსაკუთრებით წარმატებული წელიწადი წინ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ელოდებათ.