ვერძი - დიდი ფულის შოვნის შემდეგაც გულღია და პირდაპირი რჩება. არასოდეს დაკანკალებს ზედ საკუთარ ქონებას.
კურო - ფულს დიდი სიფრთხილით ეკიდება. აუცილებლად გახსნის კაფეს ან საჩაიეს საკუთარი კულინარიული რეცეპტების დასატესტად.
ტყუპი - ხან ძუნწობს, ხანაც უაზროდ ფლანგავს ფულს. ამიტომ ფულის მიმართ მისი დამოკიდებულება დღეში ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერ იცვლება.
კირჩხიბი - აუცილებლად შეინახავს დანაზოგს მუთაქაში, "შავი დღისთვის" რა იცი რა ხდება. ბანკებს კი არც ერთი კირჩხიბი დიდად არ ენდობა. ძუნწი არ არის, ფული შთამომავლობის ფეხზე დასაყენებლად სჭირდება.
ლომი - სასწრაფოდ დახურავს ყველა ძვირიან რესტორანს ქალაქში და მთელ ქვეყანას გააგებინებს საკუთარ გამდიდრებას.
ქალწული - ფულს აუცილებლად ჩადებს რამე მომგებიან საქმიანობაში, იცის რომ "ზღვა კოვზით დაილევა".
სასწორი - დიდხანს იფიქრებს სად დააბანდოს კაპიტალი, ღარიბებსა და მიუსაფარებს დაეხმაროს თუ თანხა სამოგზაუროდ შეინახოს. ბოლოს მაინც ვერ ჩამოყალიბდება.
მორიელი -
ისე მოიქცევა თითქოს არასოდეს გამდიდრებულა. ფულს საიმედოდ შეინახავს ბანკში, ან გაასესხებს "პროცენტით" შემოსავლის გასაზრდელად.
მშვილდოსანი - ყველას დაურიგებს საჩუქრებს და გახდება "ჩვეულებრივი" თოვლის ბაბუა. ბოლოს წააგებს კაზინოში და მეორე დილას ისევ ღარიბს გაეღვიძება.
თხის რქა - აუცილებლად შეინახავს ფულს განათლებისა ან პროფესიული კვალიფიკაციის მისაღებად. შესაძლოა ოჯახის წევრებსაც დაეხმაროს ცოტა.
მერწყული - სასწრაფოდ დაიწყებს იმის გარკვევას რა ეღირება მარსზე ნაკვეთის ყიდვა. ასევე მოინდომებს საკუთარი რაკეტის შეძენას.
თევზები -
ფულს ქველმოქმედებაში დააბანდებს, თუმცა შესაძლოა მისი ბენეფიციარები უბრალო აფერისტები აღმოჩნდნენ. რაც თევზებს კიდევ ერთხელ მისცემს დარდისა და სმის საშუალებას.