, შესაძლებელია მისი ხასიათის მთავარი შტრიხების დადგენა. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
რიცხვი 10 – ათიანები ხასიათის სიმტკიცით, მიზანმიმართულობითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. მათთვის აუცილებელია ცოდნის დაგროვება და შემდგომში ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება-გადაცემა. ისინი ხშირად იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობას და საკმაოდ კარგად ახერხებენ თავი გაართვან ამგვარ პოსტს.
რიცხვი 11 – ამ ადამიანების მთავარი ამოცანა ცხოვრებაში საკუთარი ჭეშმარიტი მოწოდების მიგნებაა. მათთვის გამუდმებით დადგება საკითხი სწორი არჩევანის გაკეთების კუთხით, იქნება ეს პროფესია, პარტნიორი თუ მოღვაწეობის სფერო.
რიცხვი 12 – ამ ციფრის ენერგეტიკით, პრაგმატულად მოაზროვნე და წინდახედული ხალხი იბადება. მათთვის აუცილებელია ცხოვრებაში მუდმივად ემსახურონ ადამიანების კეთილდღეობას. იყვნენ საჭირონი და აუცილებელნი.