მთავარი შტრიხების დადგენა. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ციფრი 4 –
კომუნიკაბელური და ინფორმაციული ადამიანების ციფრია. ასეთი ხალხი მუდმივად საჭიროებს ვერბალურ კომუნიკაციას გარშემო მყოფებთან. მისთვის სიკვდილის ტოლფასია ინფორმაციულ ვაკუუმში დიდი ხნით ყოფნა. ოთხიანების პროფესიაც ხშირად უკავშირდება კომუნიკაციას – პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რეკლამა.
ციფრი 5 – წესრიგის მოყვარული ადამიანების ციფრია. მისი ენერგეტიკის მქონე ხალხი ძირითადად კანონმორჩილებით გამოირჩევა. მათ ახასიათებთ საზოგადოებაში მიღებული ნორმების და შეხედულებების მკაცრად გათვალისწინება – დაცვა. ხშირად ვხვდებით მათში იურისტებს, მენეჯერებს და ფინანსისტებს.
ციფრი 6 – ბოჰემური, რომანტიული და მეოცნებე ადამიანების ციფრია. მათთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია ჰარმონიული პარტნიორის პოვნა და სტაბილური ოჯახის შექმნა. სადაც სიყვარულისა და სითბოს ატმოსფერო იარსებებს, რისი შექმნაც ექვსიანებს შესანიშნავად ეხერხებათ.