, რომელიც პიროვნების დაბადების თარიღს შეესაბამება, შესაძლებელია მისი ხასიათის მთავარი შტრიხების დადგენა. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ციფრი 7 – ასკეტი, მკაცრი და პრინციპული ადამიანების ციფრია. შვიდიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის დაგროვებას და ინტელექტის გაღრმავებას ისწრაფვიან. შესაბამისად, მათ დიდ პატივს სცემენ და ხშირად მიმართავენ რჩევისთვის სხვები.
ციფრი 8 – რეფორმატორების ციფრია. მათ არ შეუძლიათ იცხოვრონ როგორც რიგითმა ადამიანებმა. ამიტომ გამუდმებით ცდილობენ შეცვალონ გარემო ან შეიცვალონ თავად. ისინი მუდამ დაკავებული არიან ნოვატორული იდეების განხორციელებით, მოსწონთ ყველაფერი ახალი და არატრადიციული.
ციფრი 9 – სულიერად მდიდარი და ემოციური ადმიანების ციფრია. მათი უმრავლესობა ძალიან მორწმუნე და გულმოწყალეა. ცდილობენ რა ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრონ, ამის პროპაგანდას სხვებთანაც აქტიურად ეწევიან.