რომ ბევრი ჩვენგანისთვის კულინარიაში აქტიურად გამოყენებული უბრალო დაფნის ფოთოლი გასაოცარ მაგიურ და ეზოთერიკულ თვისებებს ატარებს. ძველ სლავებს საკმაოდ საინტერესო რიტუალები გააჩნდათ დაფნის ფოთოლთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ამას ცრურწმენა დაარქვათ, თუმცა ფაქტია, რომ დღესაც კი ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ამ მცენარის ჯადოსნურ თვისებებს დასახმარებლად რუსეთში.
პერიოდულად დაფნის ფოთოლი სახლის ყველა კუთხეში განათავსეთ. ეს თქვენი ოჯახის წევრებს ავადმყოფობისაგან დაიცავს.
საფულით დაფნის ფოთლის ტარებას ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ქურდობისგან შეუძლია ადამიანის დაცვა.
ბალიშის ქვეშ ამოდებულ დაფნის ფოთოლს თქვენთვის მშვიდი ძილისა და კარგი სიზმრების მოტანა შეუძლია.
შემოსასვლელში კარის ზღურბლზე, ან ხალიჩის ქვეშ განთავსებულ ოთხ ცალ დაფნას ოჯახში წარმატების და ბარაქის მოტანა შეუძლია.
ძველი სლავები სიძე-პატარძლის ფეხსაცმელში ქორწილის წინა ღამეს დაფნის ფოთლებს ათავსებდნენ. მიიჩნეოდა, რომ ასე წყვილს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება ელოდა.
თოთო ბავშვის აკვანზე კი დაფნის რტოს ამაგრებდნენ, პატარას ავი თვალისგან დასაცავად.
დაბოლოს, ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ მშობიარის საწოლთან გაფენილი დაფნის ფოთოლი სამშობიარო ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს.