ლომი თავისი მედიდურობით ძალიან გხიბლავთ. თუ მის მიმართ გულწრფელად აღფრთოვანებული იქნებით და არასდროს შეულახავთ ღირსებას, მისგან ყოველთვის იგრძნობთ მეგობრულ მხარდაჭერას.
ქალწულის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც პრობლემებს დაგიხარისხებთ და თითოეულის მოსაგვარებლად საჭირო ინსტრუქციას მოგცემთ. თუმცა, შესაძლოა, უმნიშვნელო წვრილმანებზეც კი შემოგედაოთ. სიტუაცია რომ არ დაგეძაბოთ, არ იკამათოთ, მშვიდად განიხილეთ ყველა პრობლემა. გახსოვდეთ, რომ თქვენ სჭირდებით ერთმანეთს.
სასწორთან ერთად შეგიძლიათ იხუმროთ, ხელოვნებაზე ისაუბროთ, ერთად შექმნათ ხელნაკეთი ნივთები. სასწორი გულღია, საინტერესო ადამიანია. მის გვერდით არასდროს მოიწყენთ.
მორიელი თქვენსავით მალავს საკუთარ საიდუმლებებს, მაგრამ სხვისას აუცილებლად ჩაუღრმავდება. თუ მასთან მეგობრობა გადაწყვიტეთ, უნდა ეცადეთ ენდოთ და შეცდომები აპატიოთ. ამასთანავე, თქვენი იუმორის გრძნობით მორიელის განწყობილებაზე დადებითად იმოქმედებთ.
მშვილდოსანთან დროს საინტერესოდ და მხიარულად გაატარებთ. იგი მხიარული, აქტიური, ენერგიული და მეოცნებეა. თქვენი მელანქოლიური შემოტევებით არ შეაწუხებთ. თავად კი წყენას ადვილად ივიწყებს. ეცადეთ, მხარი დაუჭიროთ ახალ წამოწყებებში და შეაგულიანოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად. სამაგიეროდ, გვერდით წარმატებული მეგობარი გეყოლებათ.
თქვენი ოპოზიციური ნიშანი – თხის რქა , პრაქტიკული და კეთილგონიერი ნიშანია. მაგრამ მისთვისაც მნიშვნელოვანია მაღალი შეფასება და ყურადღება. თუმცა, ამას არასდროს გაამხელს. ის გულქვა არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ინტუიციის წყალობით თხის რქასთან ბევრ საერთოს გამონახავთ და შესაძლოა, იდეალური კავშირიც კი შექმნათ.
მერწყულს მალე ბეზრდება ერთფეროვნება და თქვენ, ისევე როგორც საკუთარ, ცხოვრებაში სიახლის შეტანა სურს. მერწყულსაც ისეთი დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვს, როგორც თქვენ. მის გვერდით არ მოიწყენთ და იმხიარულებთ კიდეც. მთავარია, არ აკონტროლოთ იგი.
თევზები ყოველთვის ყურადღებით მოგისმენთ და გულწრფელად გითანაგრძნობთ კიდეც. მთავარია, ერთმანეთზე არ განაწყენდეთ განწყობილების ხშირი ცვლის გამო. ამასთანავე, თევზებს ექსტრავაგანტური გამოხდომებიც ახასიათებს და ამის გამო პანიკაში არ ჩავარდეთ. რაც არ უნდა მოხდეს თქვენ შორის, ვერაფერი დაგაშორებთ, რადგან ტელეპათიურად გრძნობთ ერთმანეთს.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და ვერძი განსხვავებულად აზროვნებთ, ერთმანეთის გრძნობებსა და წარმოსახვის უნარს სათანადოდ აფასებთ. ვერძი იმპულსური, აქტიური, ცეცხლოვანი ნიშანია, მაგრამ არც თქვენ ჩამორჩებით. არ აკონტროლოთ ვერძი, თავისუფლება მიანიჭეთ და თქვენი შეუპოვრობა და მისი ოპტიმიზმი შეუძლებელს შეგაძლებინებთ.
კურო ისეთივე ფრთხილია, როგორც თქვენ. შეუძლებელია, არ მოგეწონოთ მისი საიმედოობა და სიდინჯე. თქვენ ერთნაირად პრაქტიკულები ხართ და საკუთარი თავის მიმართ ზედმეტ ყურადღებასაც ითხოვთ. სხვათა შორის, კურომ სიმართლის მოხლა შუბლში, შელამაზების გარეშე, იცის და მარტოობით დიდხანს რომ არ დაიტანჯოთ, მისკენ შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ.
თქვენი ინტუიციის მიუხედავად, ვერასდროს გამოიცნობთ ტყუპის საიდუმლოებებს. ამასთანავე, ურთიერთობაში ტყუპი არაერთგულია, მაგრამ თუ მის უარყოფით თვისებებზე არ ჩაიციკლებით, თქვენი კავშირი ახალგაზრდა, ცელქი ჯადოქრების დუეტს დაემსგავსება.