დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები კუროს

დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები კუროს

თუ მისი ხასიათი არ გაგაღიზიანებთ, მასთან საინტერესო თემებეზე შეძლებთ საუბარს. ამასთანავე, ის ენთუზიაზმით შეუდგება თქვენი იდეების განხორციელების დაწყებას, მაგრამ მათი დასრულება მაინც თქვენ მოგიწევთ.

კირჩხიბთან ერთად მარტივად შეძლებთ სურვილების ასრულებას. ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც უსიტყვოდ ხვდება თქვენს გულისწადილს. თავდაპირველად, მისმა მზრუნველობამ და ზედმეტმა ყურადღებამ შესაძლოა მოთმინება დაგაკარგვინოთ. თუმცა, თუ მიხვდებით, რომ იგი არ თამაშობს და ასეთია, მასთან ჰარმონიული ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ.

ლომი ტყუილა ფიქრობს, რომ დაგიმორჩილათ. ამაში მალევე დაარწმუნებთ. თუმცა, კამათი უადგილოა. თქვენ ერთი მიზნისკენ სხვადასხვა გზებით მიწევთ, მაგრამ ლომი უფრო მომთხოვნი და ენერგიულია (როგორც საკუთარი, ასევე გარშემო მყოფების მიმართ). ასწავლეთ ლომებს მოთმინება და ერთად შეუძლებელს შეძლებთ. დროდადრო კი ლომის სიამაყეს ფრთები შეასხით და ხშირად აღიარეთ ლიდერად.

ქალწული მთელი ცხოვრება ცდილობს ცხოვრებაში სრულყოფილებას მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, იგი მუდმივად უკმაყოფილოა, როგორც გარშემო მყოფების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. ქალწული საქმეებში ყველა წვრილმანსა და უმნიშვნელო დეტალს აქცევს ყურადღებას. თქვენ უფრო გლობალურად და მონუმენტურად მსჯელობთ. ასე რომ, მშვენივრად შეეწყობით ერთმანეთს და დასახულ მიზნებსაც მიაღწევთ.

სასწორი თქვენს ცხოვრებას სიმშვიდესა და სტაბილობას არა, მაგრამ სილაღესა და ენთუზიაზმს შესძენს. ის მეტად ცნობისმოყვარე და კონტაქტურია. მასაც ისევე ხშირად ეცვლება განწყობილება როგორც თქვენ და მელანქოლიურ შემოტევებსაც ერთად გაუმკლავდებით. თქვენ მას სიმშვიდის შეგრძნებას ჩაუნერგავთ, ის კი ბევრ საინტერესოს განახვებთ ცხოვრებაში.

მორიელი თქვენი საწინააღმდეგო ნიშანია, მაგრამ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. სიჯიუტე, ერთგულება, პრაქტიკულობა და იმედიანობა გაერთიანებთ. თუ მორიელის უარყოფით თვისებებზე ყურადღებას არ გაამახვილებთ, იდუმალებით მოცულ ნიშანთან მეგობრობა თქვენთვის საინტერესო გახდება.

მშვილდოსანში ემოციურობა, მიამიტობა და იდეალიზირება გძაბავთ. ის მუდმივად გეკამათებათ, სპონტანური და ცვალებადია, მაგრამ, ამასთანავე, მშვილდოსანი მხიარული და პოზიტიური. მასთან ურთიერთობა დადებით ემოციებს, ოპტიმიზმსა და თავგადასავლებს მოგიტანთ.

თხის რქასთან პრაქტიკულობა და ერთგულება გაკავშირებთ. მაგრამ თხის რქა მუდმივად ძიებაშია, ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად ისწრაფვის. შეგიძლიათ, მისგან მაგალითიც აიღოთ და როგორც მეგობარს, იგი დაგეხმარებათ კიდეც. ამასთანვე, თამამად შეგიძლიათ გაანდოთ თქვენი გრძნობები და აზრები.

მერწყული მხოლოდ თავისი წესებითა და კანონებით ცხოვრობს. ის მგრძნობიარე, ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანია. თუმცა, მასთან ურთიერთობისას მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რადგან არავინ იცის, რა მოუვა თავში აზრად და როდის დააყენებს ცხოვრებას თავდაყირა.

თევზები ის ნიშანია, რომელსაც სხვისიც ისევე სტკივა და აწუხებს, როგორც საკუთარი. ენდეთ მას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ნუ ააჩქარებთ. მასთან ურთიერთობა თქვენთვის საინტერესო იქნება.

დაუკოებელი ვერძი მუდმივად რაღაცას ითხოვს, რაღაცისკენ ისწრაფის. ის თქვენს გეგმებს არაფრად მიიჩნევს. მას ადვილად შეუძლია თავისი ქცევით მოთმინება დაგაკარგვინოთ. მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, შეგიძლიათ ენდოთ და მისი ენერგია საერთო საქმის განვითარებას მოახმაროთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?