თუ ლომთან მეგობრობა გსურთ, მას ისევე მოექეცით, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ.
ლომისთვის ქალწული მანიაკალური პედანტია. იგი ყველა წვრილმანს ჩაჰკირკიტებს, რითაც ლომი წყობილებიდან გამოჰყავს. თუ კარგად დააკვიდებით, მიხვდებით, რომ ქალწული შრომისმოყვარეა, კარგი შემსრულებელი, პრაქტიკული და კეთილსინდისიერი ადამიანია. მისი დახმარებითი კი საკუთარ საქმეებს საგრძნობლად გააუმჯობესებთ.
სასწორი მომენტალურად გაღიარებთ ლიდერად. მაგრამ მისგან ყურმოჭრილ მონას ვერ მიიღებთ. მას კარგად შეუძლია ადამიანების გარჩევა და კამათში დამნაშავესაც ადვილად არკვევს. ამიტომ, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სასწორი თქვენს უარყოფით თვისებებზე თვალს დახუჭავს და გამარჯვებულად მუდამ თქვენ გაღიარებთ.
მორიელისა და ლომის მეგობრობა რთული თემაა, მაგრამ გამოსავალი აქაც არსებობს. პირველი: აღიარეთ, რომ მორიელი ლიდერია და ამით მფარველსა და ერთგულ მეგობარს შეიძენთ და მეორე: გაეცალეთ და არასდროს გადაეყაროთ გზაზე.
ლომს ბევრი საერთო აქვს მშვილდოსანთან , მაგრამ ხანდახან აღიზიანებს მის მიმართ გამოთქმული სარკაზმი და ირონია. თუ მისგან საკუთარი უპირატესობის აღიარებას არ მოითხოვთ, ერთად შეძლებთ ბავშვობის ოცნებების ასრულებას და ცხოვრებას დაუსრულებელ თავგადასავლად აქცევთ.
თხის რქა მიზანსწრაფული და თქვენზე არანაკლებ პატივმოყვარეა. თანაც, ადამიანებს დისტანციაზე ეკონტაქტება, ძალიან ახლოს არავის იკარებს. შეიძლება თხის რქა ეგოისტ, ძუნწ, მკაცრ ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არაა და თუ დაუმეგობრდებით, მიხვდებით. იგი ძლიერი და ერთგული ადამიანია. წარმატების მისაღწევად შეწყობილად უნდა იმოქმედოთ.
მერწყული თქვენი ოპოზიციური ნიშანია. მისმა მსუბუქმა ხასიათმა არ მოგატყუოთ, მერწყული თქვენსავით ჯიუტია. მის გვერდით ნუ გამოაჩენთ ზედმეტ სიამაყეს, მხარი აუბით და დატკბებით ორიგინალური და ჭკვიანი ადამიანის კომპანიით.
ლომისთვის თევზები პასიური და მელანქოლიურია. ცეცხლოვანი ნიშნისთვის უცხოა თევზების სიფრთხილე და წინდახედულება. მათგან შეგიძლიათ მოთმინება და რთულ მომენტში სიმშვიდის შენარჩუნება ისწავლოთ.
ენერგიული და ოპტიმისტი ვერძი ლომის ფავორიტია. მას შეუძლია ვერძის ნებისმიერ იდეას დაუჭიროს მხარი და თვალი დახუჭოს მის მოუთმენლობასა და არაორგანიზებულობაზე. ლომის კეთილგანწობას ვერძიც სათანადოდ უპასუხებს.
კუროც თქვენსავით ჯიუტია. არ ააჩქაროთ და არ დაადანაშაულოთ სიზანტეში. თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ცოტა ხნით იქნება კომფორტული, რადგან ერთმანეთი მალევე მოგბეზრდებათ.
ლომისთვის ტყუპი არასერიოზული და ზედაპირული ადამიანია. სინამდვილეში ტყუპი საკმაოდ ჭკვიანი და კომუნიკაბელური ნიშანია. და სწორედ იმ დროს შეუძლია ლომის შექება ან შეგულიანება, როცა ამას იგი ყველაზე მეტად საჭიროებს.
ლომი კირჩხიბს როგორც ნიჭიერ და დაუცველ ადამიანს ისე უყურებს. შეიძლება ხანდახან აღიზიანებს კიდეც მისი ჭირვეული ხასიათი, მაგრამ ყველაფერს პატიობს, რადგან კირჩხიბი ერთგული მეგობარი, პატიოსანი ადამიანი და საინტერესო მოსაუბრეა.