თქვენი კრიტიკითა და მოუთმენლობით შეიძლება სასწორი დეპრესიაშიც კი ჩააგდოთ. გახსოვდეთ, რომ ის შემოქმედი, გულმავიწყი, მეოცნებე ტიპია. ნუ დაუგეგმათ დღეს, ცხოვრებას, თავისუფლება მიანიჭეთ. სამაგიეროდ, მათგან ელეგანტურობას, გაწონასწორებულობასა და ხალხთმოყვარეობას ისწავლით.
მორიელი გაფასებთ, მაგრამ სიტყვაძუნწია და ამას არასდროს გეტყვით, თავად უნდა მიხვდეთ. ნუ გათამამდებით, ის ფარულად გითვალთვალებთ. მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გმირობის ჩადენა არაა საჭირო. იყავით ის, ვინც ხართ. მორიელის სახით კი ძლიერ, ერთგულ პატიოსან მოკავშირეს შეიძენთ.
ქალწულისთვის მშვილდოსანი მფლანგველი და უტაქტო ადამიანია. არად მიაჩნია დადგენილი წესები და ისე იქცევა, როგორც მოეპრიანება. ქალწული მშვილდოსანთან თავშეკავებული უნდა იყოს. იგი მუდამ მზადა დიალოგისთვის. მთავარია, თქვენ დიალოგი და კრიტიკა ერთმანეთში არ აგერიოთ.თხის რქა და ქალწული კარგად უგებენ ერთმანეთს.
თხის რქაც თქვენსავით პატივს სცემს კანონს და წესრიგის მოყვარულია. მაგრამ ხანდახან, ძალიან მომთხოვნი ხდებით მის მიმართ. თუ ერთმანეთს პრეტენზიებს არ წაუყენებთ, იდეალური ურთიერთობა გექნებათ.
თავქარიანი მერწყული ქალწულის შეშფოთებას იწვევს. ეს უკანასკნელი მას ჭკუას არიგებს, მერწყული კი მასხრად იგდებს. აგიტაცია-პროპაგანდას მოეშვით, მერწყულს მეგობრულ რჩევები მიეცით და მისგან თავისუფლება და საინტერესო იდეები არ მოგაკლდებათ.
თევზები თქვენი ოპოზიციური ნიშანია. შეიძლება გაღიზიანებთ კიდეც მისი მიამიტობა და მფლანგველობა, მაგრამ მათზე კარგად თქვენ ვერავინ მოგისმენთ. ამასთანავე, თევზები საინტერესო მოსაუბრეა და შეუძლია საჭირო რჩევაც მოგცეთ.
ვერძი მუდმივად ცდილობს თქვენთვის თავისი უპირატესობის დამტკიცებას, გაკრიტიკებთ და ხშირად უხეშობს. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ ცივი და უკარება ხართ. თუ გულს გადაუშლით, ვერძზე უკეთეს მეგობარს ვერ იპოვით.
კუროებთან თავს კომფორტულად იგრძნობთ, თუ თქვენი კრიტიკის გამო იგი არ გაჯიუტდება და წვრილმანებში არ შემოგედავებათ.
ტყუპთან საუბარიც საინტერესოა და კამათიც. თუ თავისუფლებას არ შეუზღუდავთ, ტყუპი თავის მდიდარ შინაგან სამყაროში ჩაგახედებთ. მის გვერდით არასდროს მოიწყენთ და დროს საინტერესოდ გაატარებთ.
კირჩხიბი უნდა გაამხნევოთ და არასდროს გააბრაზოთ. ისინი მყუდროებასა და კომფორტს შეგიქმნიან. მათ გვერდით სასიამოვნოა ყოფნა, როცა ისინი არავისზე არ არიან გაბრაზებულები.
ლომს თქვენი კრიტიკა აღიზიანებს. თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, წვრილ-წვრილი წარმატებასაც კი შეუქეთ. რითიც მის პატივისცემას დაიმსახურებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქედმაღალ და ეგოისტ ადამიანად გადაიქცევა.