მორიელი ნებისმიერ საქმეში უმნიშვნელო დეტალებსაც კი აკვირდება და პრეტენზიას უხეშად გამოთქვამს, რის გამოც სასწორს დეპრესიაში აგდებს. ამიტომ, თუ ერთად ყოფნა გსურთ, სასწორები უფრო მობილიზებულები უნდა იყოთ, მორიელებმა კი სასწორის მცირე ნაკლოვანებებზე თვალი დახუჭოთ.
მშვილდოსანთან ერთად დროს მშვენივრად გაატარებთ. ფილოსოფიური საუბრები, თავგადასავლები, საერთო საქმე მშვენივრად გამოგივათ, მაგრამ მას, როგორც ცხოვრების მეგზურს ვერ დაეყრდნობით. როცა თქვენ აპათია შემოგიტევთ, მშვილდოსანი გვერდით არ გეყოლებათ, ის გასართობად სხვა ადამიანს აირჩევს.
სასწორისთვის აუცილებელიც კია თხის რქასთან მეგობრობა. იგი შეიძლება ერთი შეხედვით უხეშ და ძველმოდურ ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისგან დისციპლინას, სტაბილურობასა და საიმედოობას ისწავლით.
მერწყული სასწორის ფავორიტია. მის გვერდით არ მოიწყენს. მერწყულს უამრავი იდეა აქვს, საინტერესო მოსაუბრეა და ყოველთვის შეუძლია სასწორის გამხიარულება. ეს ორი ნიშანი იდეალურ კავშირს ქმნის.
თევზები სასწორივით ნიჭიერი და მეოცნებეა და მასსავით უჭირს გადაწყვეტილების მიღება. შემოქმედებით საქმიანობაში ერთმანეთისთვის იდეალური პარტნიორები იქნებიან. არასდროს ჩაუძვრეთ თევზებს სულში. მათ აქვთ საიდუმლოებები და მაშინ გაგიმხელენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან.
ვერძი თქვენი ოპოზიციური ნიშანია. იგი იმპულსიური, ეგოისტი, აგრესიული, სულსწრაფი ადამიანია. შეეცადეთ, ვერძს ნაკლოვანებებზე თქვენთვის დამახასიათებელი დიპლომატიით მიუთითოთ. ვერძი ბოროტი ადამიანი არაა და ზოგჯერ იმიტომ კამათობს, რომ ჭეშმარიტებას მიაგნოს. მის გვერდით ნამდვილად არ მოიწყენთ. მთავარია ლიდერობაში არ შეეცილოთ.
სასწორი გაეცლება კუროს თუ ეს უკანასკნელი ზედმეტად პესიმისტური, კრიტიკული და ჯიუტი იქნება. ამასთანავე, კუროს შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავად მიიღოს და სასწორი ფაქტის წინაშე დააყენოს. მაგრამ თუ მის გარეშე ვერ ძლებთ, დაუმეგობრდით კუროს. მასზე ერთგულ ადამიანს ვერ იპოვით. თანაც, იგი თქვენსავით რომანტიკული და შემოქმედი ადამიანია.
ტყუპი და სასწორი ერთ ენაზე საუბრობს. ზოგჯერ ერთმანეთს უსიტყვოდაც უგებენ. მთავარია, ერთმანეთი ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად შეაგულიანონ.
კირჩხიბი , რომელიც უმნიშვნელო უსიამოვნებაც კი ტრაგედიად მიაჩნევს, სასწორს მუდამ ჭკუას არიგებს, რითაც მის გაღიზიანებას იწვევს. მათ ცხოვრებაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ რაც სასწორს კირჩხიბში ყველაზე მეტად ხიბლავს, ეს მისი გალანტურობა და გულითადობაა.
ლომთან ურთიერთობაში მთავარია, არ გააკრიტიკოთ და გარშემო მყოფების თანდასწერებით არ დაამციროთ იგი. თქვენ არაფერში გჭირდებათ ლომი მტერი, მაგრამ ლომ მეგობართან ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ.
ქალწული აუცილებლად შემოგედავებათ და შეეცდება საკუთარი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ. ის ადვილად აღმოგიჩენთ ქაოსს თავშიც, საქმეშიც და ბინაშიც. თუ ქალწულთან ურთიერთობა გიწევთ, თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ იგი მარტო თქვენ არ გაკვირდებათ ლუპით.