დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები თევზებს

დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები თევზებს

ენერგიულ და აქტიურ ვერძთან მეგობრობა ორივესთვის სასიამოვნო იქნება. აქტიურ და ფეთქებად ვერძს თქვენეული აუღელვებელი სიმშვიდით გააწონასწორებთ.

თუ ერთმანეთის უარყოფით თვისებებზე არ გაამახვილებენ ყურადღებას, კურო და თევზები ერთმანეთის კარგად შეეწყობიან.

ტყუპი თქვენსავით თავისუფლებისმოყვარე ნიშანია, მაგრამ შესაძლოა მისმა თავქარიანობამ ცოტათი გაგაღიზიანოთ. გარდა ამისა, ტყუპს ახასიათებს სარკაზმი და მწვავე კრიტიკა, რამაც შეიძლება გული გატკინოთ. მაგრამ ტყუპი ინტელექტუალი ნიშანია და კარგ მეგზურობას გაგიწევენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროში.

კირჩხიბი უსიტყვოდ გიგებთ. თქვენ ერთმანეთს სჭირდებით. შეცდომებზე კი არ აკრიტიკოთ ერთმანეთი, არამედ ყველაფერი იუმორში გაატარეთ და ისწავლეთ ერთმანეთის მხარში დგომა.

ლომი ერთი შეხედვით მედიდური და ბრძანებისმოყვარული ნიშანია, მაგრამ თქვენეული მზრუნველობითა და თანადგომით მას "შინაურ კნუტად" აქცევთ. საპასუხოდ, მხიარულ, გულკეთილ და რომანტიკულ მეგობარს მიიღებთ.

ქალწული თქვენი ოპოზიციური ნიშანია. თქვენთვის იგი მოსაწყენი, ბუზღუნა და წვრილმანებს ჩაკირკიტებული ადამიანია. მაგრამ სცადეთ და ენდეთ. მასთან ერთად მოგზაურობა და საუბარი დაუვიწყარი გახდება თქვენთვის. ამასთანავე, ქალწული ყურადღებით მოისმენს თქვენს პრობლემებს და სწორ რჩევასაც მოგცემთ.

სასწორებთან საერთო სფერო – ხელოვნება გაერთიანებთ. კარგი მეგზურები იქნებით გამოფენებსა და სპექტაკლებზე. ერთად კარგად იმუშავებდით თუ ყურადღებას არ მიაქცევთ სასწორების ხასიათის ცვალებადობას, მაგრამ მის მიერ მოწოდებულ იდეებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

მორიელს გვერდით გულგრილად ვერ ჩაუვლით. ერთმანეთისთვის უერთგულესი მეგობრები გახდებით, თუ არ შეეცდებით მორიელის მოტყუებას. მას მაინც ვერ მოატყუებთ, მაგრამ სამუდამოდ კი გადაიმტერებთ. თქვენ მას პატიებას ასწავლით, ის თქვენ კი – საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ.

მშვილდოსანი თქვენსავით იდეალისტია, მაგრამ თქვენ შორის მსგავსება ამით მთავრდება. ზოგჯერ მისი მწვავე კრიტიკა გულს გატკენთ. თუ ერთმანეთის მოსმენასა და ყველა სიტუაციის გულწრფელად განხილვას ისწავლით, დროის ერთად და მხიარულად გაატარებას შეძლებთ.

თხის რქას უყვარს მბრძანებლობა. მან შეიძლება ხშირად მიგითითოთ რა აკეთოთ, მაგრამ თქვენს შინაგან სამყაროს უხეშად არასდროს შეეხება. მისი სახით კარგი მრჩეველი და მხარდამჭერი გეყოლებათ, რომელიც არასდროს მიგატოვებთ გასაჭირში.

თუ მერწყულის იდეების მიმართ სკეპტიკურად არ იქნებთ განწყობილი, ის თქვენს ცხოვრებას ხალისიანსა და მრავალფეროვანს გახდის. თევზები მერწყულისთვის სიმშვიდისა და მეგობრობის გარანტია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?