ჯანმრთელობის ჰოროსკოპი სექტემბრისთვის: „მოუფრთხილდით სასქესო ორგანოებსა და საშარდე სისიტემას“

ჯანმრთელობის ჰოროსკოპი სექტემბრისთვის: „მოუფრთხილდით სასქესო ორგანოებსა და საშარდე სისიტემას“

თვის პირველ დეკადაში უმჯობესია, დღის რეჟიმი დაიცვათ, რომელშიც ვარჯიშს, მუშაობას, კვებასა და ძილს სათანადო ყურადღება მიექცევა. ეცადეთ, მოიცილოთ დამატებითი დატვირთვა. კვებისას მეტი ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს. კვებითი ალერგია რომ არ დაგემართოთ, ადვილად ასათვისებელი პროდუქტები მიირთვით. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კარგია ცურვა, აბანო და საუნა.

Astrologia
კურო

გაიუმჯობესეთ იმუნიტეტი. განსაკუთრებით, თუ სეზონური ცვლილებების დროს ადვილად ცივდებით. გაიკეთეთ გვირილის, ცაცხვის ინჰალაცია. მიირთვით ბალახეული ჩაი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას. მოერიდეთ ალკოჰოლის გადამეტებულ მიღებას და იკვებეთ მცირე ულუფებით, ჯანსაღი პროდუქტებით.

Astrologia
ტყუპი

ჯანმრთელობის საკითხი უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს თქვენთვის. ნუ უგულებელყოფთ მცირე სიმპტომსაც კი, დროულად მიაკითხეთ ექიმს. სექტემბერი კარგი დღეა ორგანიზმის გაწმენდისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის. მეტად გამოიყენეთ ფიტორეცეპტები. ნერვული აშლილობის დროს მიიღეთ აბაზანა, რომელსაც ლავანდის ზეთი ექნება დამატებული. მოერიდეთ ფასტფუდებსა და გადარბენაზე ჭამას.

Astrologia
კირჩხიბი

იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ დასვენებას აპირებთ, სანატორიუმ-კურორტს გირჩევთ, სადაც თან დაისვენებთ და თან იმკურნალებთ. აიმაღლეთ იმუნიტეტი. გაიწმენდეთ ორგანიზმი წიდებისგან. აი, კოსმეტიკური პროცედურებისა და ექსპერიმენტებისგან თავის შეკავება გმართებთ. უპირატესობა შინაგან სილამაზეს მიანიჭეთ.

Astrologia

ლომი

უმჯობესია, თავიდანვე იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, მერე ქრონიკული დაავადებების მკურნალობა რომ არ დაგჭირდეთ. დაიცავით რეჟიმი, დიეტა. ნუ იდგებით დიდხანს ფეხზე. ფიზიკურია აქტიურობაც ზომიერი უნდა იყოს. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და ბოსტნეულს. ეს დაგეხმარეთ გაიწმინდოთ ნაწლავები წიდებისგან, აიმაღლოთ განწყობა და დაიბრუნოთ სახის ჯანსაღი იერი.

Astrologia
ქალწული

განსაკუთრებით მისახედია საშარდე და ნერვული სისტემა. შეამცირეთ სასიყვარულო კონტაქტები. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები მოგზაურობისას. ხშირად მიმართეთ სუნთქვით ვარჯიშებს. გადაღლილობამ შეიძლება დაგირღვიოთ ძილის რეჟიმი და თავის ტკივილები გაგიხშიროთ. შეამცირეთ დატვირთვა ფეხებზე.

Astrologia
სასწორი

გადახედეთ ხალხური მკურნალობის რეცეპტების ძველებურ წიგნს. მასში შეიძლება თქვენი ქორონიკული დაავადების წამალს მიაგნოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ იოგა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. სიფრთხილე გმართებთ ქიმიურ პრეპარატებთან. გაუფრთხილდით თვალებს, ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან.

Astrologia

მორიელი

ჯანსაღი კვება დაგიცავთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევისგან. მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ მწვანილს, ხილსა და ბოსტნეულს. შეამცირეთ ცხიმების რაოდენობა. სასურველია, ცურვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. აგრეთვე, ორგანიზმის გაწმენდა წიდებისგან.

Astrologia
მშვილდოსანი

მხოლოდ გამოცდილ ექიმს უნდა ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის გადაჭარბებით მოხმარებას. თუ მავნე ჩვევებისგან არ გათავისუფლდებით კარგს ვერაფერს მიაღწევთ. ზოგიერთი გამაახალგაზრდავებელი პროცედრების ჩატარებას გადაწყვეტს.

Astrologia
თხის რქა

ენერგიული ხართ და ორგანიზმი რომ გაიძლიეროთ კარგი იქნება. გამონახეთ დრო ღვიძლის მკურნალობისთვის. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედრები; მათ შორის წყლის (კარგია ცურვა). მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის ზონა. ეცადეთ, იკვებოთ რეგულარულად, მცირე ულუფებით და მეტად ხილ-ბოსტნეულით.

Astrologia
მერწყული

სექტემბერში უნდა მოიცალოთ ფიგურის კორექციისა და ფიტნესისთვის. მიხედეთ ენდოკრინულ და საშარდე სისტემას. დაძაბულობას მოგიხსნით აბაზანა, რომელსაც დამატებული ექნება ფორთოხლის, ლიმონის, ლავანდის 5-7 წვეთი. პირველი ორი სიმხნევისთვის გამოიყენეთ უკანასკენლი - მოსადუნებლად. ერთი სიტყვით, არომათერაპიას უნდა მიმართოთ.

Astrologia
თევზები

ორგანიზმი ცივი სეზონის დაწყებისთვის უნდა მოამზადოთ. ამიტომ, სექტემბერში მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ აიმაღლოთ იმუნიტეტი, გაიჯანსაღოთ სხეული. აი, კოსმეტიკური პროცედურები კი მომავლისთვის უნდა გადადოთ. ემოციური თანასწორობის შესანარჩუნებლად იოგა ივარჯიშეთ. აგრეთვე კარგია დილაობით ფიზკულტურა. მეტად მოუფრთხილდით სასქესო ორგანოებსა და საშარდე სისიტემას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?