დეკემბერში დაბადებულთა ნათელი და ბნელი მხარე, რომელსაც არავის გაანდობს

დეკემბერში დაბადებულთა ნათელი და ბნელი მხარე, რომელსაც არავის გაანდობს

დეკემბერში დაბადებული მშვილდოსნების (1-21 დეკემბერი) დადებითი მხარეები:

დეკემბერში დაბადებული მშვილდოსანი დაბადებისთანავე უჩვეულო პოზიტივით გამოირჩევა. სწორედ ამის წყალობით თითოეულ სიტუაციაში მხოლოდ საუკეთესოს ხედავს. მშვილდოსანს საკუთარი თავის და სხვების მოტივირება შეუძლია. ყველას საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვას აიძულებს, ამასთან, არანაირ ორჭოფობას არ განიცდის. ამ ადამიანების კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება არის თავგადასავლების სიყვარული.

ისინი გიჟურ პროექტებს პირველები უერთდებიან, რადგან ახალი ემოციების მიღება სურთ და იუმორის წარმოუდგენელი გრძნობით გამოირჩევიან. მშვილდოსანი საკმაოდ კრეატიულია, გიჟდება ინოვაციებსა და ორიგინალური იდეების შექმნაზე. ისინი რთული სიტუაციებიდან გამოსვლას ადვილად ახერხებენ და პრობლემებს სწრაფად აგვარებენ.

Astrologia

დეკემბერში დაბადებული მშვილდოსნების (1-21 დეკემბერი) უარყოფითი მხარეები

მეორე მხრივ, დეკემბერში დაბადებული მშვილდოსანი იუპიტერის გავლენის ქვეშ იმყოფება, რის გამოც ზოგჯერ უტაქტო და უხეშია. ადამიანები ამ თვისების გამო მისგან ხშირად თავს შორს იჭერენ. მას ხშირად ამპარტავნობით გამოარჩევენ, რადგან საკუთარი თავი გენიოსად მიაჩნია და შეცდომების აღიარება არ სურს. დეკემბრის მშვილდოსანი ძალიან მოლაყბე, არასერიოზული და ჯიუტი ადამიანია, რომლის იმედიც არ უნდა გქონდეთ.

ზოგჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა უბრალოდ ავიწყდებათ. მშვილდოსანს პუნქტუალურობის პრობლემები აქვს, რის გამოც მას უიმედო და უპასუხისმგებლო ადამიანად მიიჩნევენ. მშვილდოსანს, როგორც წესი, რაღაც სხვა გეგმა არასდროს არ აქვს და ადამიანზე წყენას გულში არ იდებს.

Astrologia

დეკემბერში დაბადებული თხის რქის (22-31 დეკემბერი) დადებითი მხარეები

დეკემბრის ბოლო ათი დღე თხის რქას ეკუთვნის. ეს არის დიამეტრიულად საპირისპირო პიროვნება, რომელიც სამუშაოსა და კარიერაზე არის პასუხისმგებელი. თხის რქა მკაფიო მიზნებს ისახავს და ნამდვილი შრომისმოყვარე ადამიანის აზარტით მისკენ მიისწრაფვის. მათ ენერგიის სწრაფად აღდგენა შეუძლიათ, რის გამოც საკუთარი ინტენსიური რიტმით ცხოვრობენ. ასევე, თხის რქა პირდაპირი და პატიოსანია.

თხის რქა რეალისტი და პრაგმატიზმია, რომელსაც ღრუბლებში ფრენა არ შეუძლია და დასახულ ამოცანას ყოველგვარი ოცნებისა და ფანტაზიის გარეშე ასრულებს. მათ მაღალი ინტელექტი აქვთ და საკმაოდ თავისებური იუმორი, რომლის გაგება და სწორად აღქმა ყველას არ შეუძლია. თხის რქას ჯგუფური შეხვედრები დიდად არ ხიბლავს. მიუხედავად ამისა, მათში ჭკვიან, თავშეკავებულ და გონიერ მოსაუბრეს დაინახავთ.

Astrologia

დეკემბერში დაბადებული თხის რქის (22-31 დეკემბერი) უარყოფითი მხარეები

დეკემბერში დაბადებული თხის რქა ძალიან ჯიუტია. ისინი საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულნი არიან და გადაწყვეტილების შეცვლა ძალიან უჭირთ, მაშინაც კი, თუ მათი არჩევანი არცთუ ისე ეფექტური და ოპტიმალური არის. ამას ჩვეულებრივ მოჰყვება ის, რომ თხის რქა საკუთარი მიზნების რეალიზებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, შინაგან სამყაროს წარმოუდგენლად კონცენტრირებულნი არიან და გარშემო სამყაროს საერთოდ ვერ ამჩნევენ.

თხის რქას უარყოფითი მხარეები სხვის თვალში ცივ და საკმაოდ ეგოისტურ ადამიანად აქცევს, რომელსაც საკუთარი დროის მისთვის უინტერესო საქმეზე დახარჯვა არ უყვარს. თუმცა არცთუ ძალიან ცუდი მეგობრები არიან, თუ მის საზღვრებს არ დაარღვევთ. თხის რქას ურჩევნია, სამყარო შავ-თეთრ ფერებში დაინახოს და ჩრდილები არ გაარჩიოს. სწორედ ამიტომ საკუთარი კატეგორიულობით ცნობილები არიან, რაც მათ ბევრ კარგ შანსს და შესაძლებლობას აკარგვინებს.

Astrologia

წყარო

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?