დადგომას, ახალი იმედებითა და შემართებით. 2013 წლის ბოლო თვე სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, განსაკუთრებულად დააჯილდოებს იმ ხალს ვინც გამჭრიახი, კრეატიული და სხარტია. ვისაც ორიგინალური იდეები არ ელევა საყვარელ ადამიანთან ურთერთობის კუთხით და ზოგადად, მთელი გულით უყვარს ცხოვრება, ეძებს პოზიტივს და ბევრ ღიმილს იმეტებს გარშემო მყოფთა მისამართით.
ვერძი
დეკემბერი ვერძების დიდ ნაწილს მოულოდნელ სიურპრიზებს ჰპირდება, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების კუთხით. ძვირფასო ვერძებო, ეს პერიოდი საუკეთესოა ახალი რომანის დასაწყებად. თუმცა, აუცილებელი პირობა, რომელსაც ამ შემთხვევაში გიყენებენ ვარსკვლავები არის ის, რომ ეს კავშირი ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
კურო
კუროების დიდ ნაწილს დეკემბერში არაერთი მოულოდნელობა ელის. მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მოთმინებიდან გამოჰყავს მოულოდნელ სიურპრიზებს, თუმცა ურთიერთობა რომელიც დეკემბერში დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თავიდან ბევრ თქვენგანს აბსოლუტურად უადგილოდ და უპერსპექტივოდ მოეჩვენოს, სამომავლოდ არაერთ ლამაზ წუთს გაჩუქებთ.
ტყუპი
იქნებ დროა გამოფხიზლდეთ? ტყუპის დიდი ნაწილი ხომ ბოლო თვეების მანძილზე მათთვის არადამახასიათებელი მშვიდი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ამიტომ დეკემბერი ნაყოფიერად იზრუნებს მათი გამოცოცხლების საკითხზე. ვარსკვლავები გირჩევენ არ შეგეშინდეთ რისკის პირად ურთიერთობაში, გამოიჩინეთ ინიციატივა, მოითხოვეთ კუთვნილი სითბო და ყურადღება, თამამად გადადგით ნაბიჯი სასურველი ადამიანისკენ. ეს ამ თვეში უდავოდ დაგიფასდებათ.
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, დეკემბრის თვეში ვარსკვლავები გირჩევენ გზა მისცეთ საკუთარ ფანტაზიასა და მაქსიმალურად შეიტანოთ სიახლეები თქვენს ცხოვრებაში. დაიწყეთ იმიჯის შეცვლით, გადადით ურთიერთობის ფორმაზე და ბოლოს, საახალწლოდ რომ ინტერიერიც ახლებურად მოაწყოთ სახლში, ამით არაფერი დაშავდება. სიახლეებისკენ სწრაფვას კი აუცილებლად მოჰყვება პოზიტიური ძვრები პირადში. ან უკვე არსებული ურთიერთობა გადახალისდება ამ ფონზე, ანდა სულაც ახალ საინტერესო ნაცნობობას წამოიწყებთ, რომელიც მომავალში ერთობ პერსპექტიულად განვითარდება.
ლომი
ალბათ დაიღალეთ იმ ფაქტით, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე, მაინცდამაინც ის ადამიანები გაწუხებენ სიმპათიის გამოხატვით ვის მიმართ ინტერესიც ნაკლებად გაგაჩნიათ. სამაგიეროდ, დეკემბერი, ზუსტად ის თვეა, როცა დიდი შანსები გიჩნდებათ საიმისოდ, რომ იმ ადამიანის ყურადღება დაიმსახუროთ რომელიც თქვენს გულს უკვე კარგა ხანია აჩქარებს. საამისოდ სულ ცოტაოდენი დიპლომატია, გალანტურობა და თავაზიანობა მოგეთხოვებათ. საახალწლოდ კი "ნადავლი" უკვე თქვენს ხელთ იქნება.
ქალწული
დეკემბრის თვეში, გამუდმებით საქმიანი და "ქრონიკულად დაკავებული" ქალწულები მსუბუქი ფლირტისა და გართობისთვის მოიცლიან. შესაძლოა, ამისკენ ბიძგი, ჰორიზონტზე სიმპათიური უცნობის გამოჩენამაც მისცეს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ინტერსის ობიექტის მოსახიბლად კი პირველ რიგში ქალწულის "საფირმო კოზირი" – ინტელექტი იქნება აუცილებელი. ასე რომ, ძვირფასო ქალწულებო, დროა ხელები დაიკაპიწოთ!
სასწორი
"იყავით ის, რაც ხართ" – აი, თქვენი მთავარი სადეკემბრო დევიზი ძვირფასო სასწორებო. საქმე იმაშია, რომ სწორედ უბრალოება, ბუნებრიობა და მშვიდი მანერები მოიზიდავს თქვენკენ ადამიანს, ვისთვისაც არც აქამდე იყავით სულერთი და რომლის არსებობის შესახებაც, აქამდე თავად არც კი გიფიქრიათ. ან თუ გიფიქრიათ კიდეც არა ამ კუთხით. განსაკუთრებულად კი დეკემბერს ის სასწორები გაატარებენ, ვინც უკვე იპოვნა საკუთარი გულის "მარწყვი" და მომავალს იმედის თვალით შეჰხარის. დეკემბერმა შესაძლოა თქვენი იმედები არა 100 არამედ მთელი 180% აასრულოს.
მორიელი
დეკემბერი, ისევე როგორც ნებისმიერი დანარჩენი თვე ვნებათაღელვის და ემოციის გარეშე ვერ ჩაივლის თქვენთვის. კაცმა რომ თქვს, გასაკვირი არც არის ამაში რამე. მორიელები ხომ ზოგადად ექსტრიმისა და ცვლილებების მოყვარული ინდივიდები ხართ. თუმცა, სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც მორიელთა დიდ ნაწილს, სადეკემბროდ ელოდება შესაძლოა ძალიან წააგავდეს ჯადოსნურ ზღაპარს თანამედროვე სპეცეფექტებით. ერთადერთი, რაც თქვენ მოგეთხოვებათ არის ის, რომ ემოციებს თავისუფლად მისცეთ გზა და არავითარ შემთხვევაში არ მოგერიდოთ თქვენი რეალური გრძნობების აფიშირება!
მშვილდოსანი
მშვილდოსანთა დიდი ნაწილი, ახალი სასიყვარულო ავანტიურის წამოსაწყებად წელიწადის ნებისმიერ დროს არის მზად. თუმცა, დეკემბერი ის თვეა, როცა მორიგი, ერთი შეხედვით მოკლევადიანი და არაფრისმომცემი ფლირტი შესაძლოა დიდ და სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს. ერთადერთი, რისი გათვალისწინებაც მშვილდოსნებს მოეთხოვებათ არის ის, რომ სიტუაცია რეალურად შეაფასონ და კარდინალური ნაბიჯები, ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ გადადგან.
თხის რქა
ნუ აჰყვებით ეჭვებსა და ნერვიულობას თუკი თქვენ თხის რქათა იმ კატეგორიას განეკუთვნებით, ვის ცხოვრებაშიც ეს ესაა დაიწყო ახალი რომანი. დიახ, დიახ ეს ის ადამიანია, ვისაც ამდენი ხანი უშედეგოდ ეძებდით და ვერ პოულობიდით. ამიტომ დეკემბერი მასთან ურთიერთობის გასამყარებლად უნდა გამოიყენოთ. ხოლო მათ კი ვინც აქამდე ცალად დააბიჯებს, ვარსკვლავები დეკემბერში დაწყებული ახალი ნაცნობობის პერსპექტიულ გაგრძელებას უწინასწარმეტყველებენ.
მერწყული
მერწყულების დიდი ნაწილისთვის დეკემბრის თვე "წიწილების დათვლის პერიოდია", რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ თვეში გამოჩნდება მათ მიერ მთელი წლის მანძილზე გადატანილი ნერვიულობის, შრომა-გარჯისა და მუყაითი მცდელობების შედეგი. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ დეკემბერი არამხოლოდ კარიერულ, არამედ პირად ცხოვრებაშიც ბევრ მერწყულს მოუტანს პოზიტიურ სიახლეს. მარტოხელა მერწყულებს კი სასიამოვნო ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც შესაძლოა უბრალო საქმიანი შეხვედრით დაიწყოს.
თევზები
ალბათ არავინ და თავად თქვენც არ იცით ზუსტად, თუ რა ქაოსი გიტრიალებთ სულში. დეკემბრის მთავარი მესიჯი თევზებისთვის არის ის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მაქსიმალური სიმშვიდის, დიპლომატიის და ლოიალურობის შენარჩუნება მოეთხოვებათ. მიჰყევით ინტუიციას, თუმცა საკუთარი თვითგვემის ხარჯზე ნუ შეეცდებით სხვები დაიფაროთ იმედგაცრუებისგან. აჯობებს ემოციები ღიად, მაგრამ ნაკლები დრამატიზმით გამოხატოთ. იგივე ეხება ახალ ნაცნობობას. დეკემბრის თვეში პაემნებიც კი ძალზე მშვიდად, გეგმაზომიერად და დალაგებულად ჩაივლის თქვენთვის.