გააქტიურებულია სოციუმის აღქმა. კარგი დღეა მასასთან მუშაობის კუთხით. ისეთი იდეების გასატარებლად, რომელიც უნდა „გასაჯაროვდეს“ და ხალხში მოიკიდოს ფეხი.
ნეგატიური ასპექტები
მანდილოსნებს შორის მოიმატებს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების ალბათობა. შეეცადეთ ნაკელბ კრიტიკული იყოთ თქვენი გარეგნული მონაცემების მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარე და ვენერა ჯიბრში უდგას დღეს ერთმანეთს. ნუ გაიწვალებთ თავს იმაზე ფიქრით რამდენად მომხიბვლელად გამოიყურებთ. თქვენი უკმაყოფილება ნეგატიური ტრანზიტის ბრალია მხოლოდ!
ძალზე აქტიურია ადამიანებში საკუთარი პერსონის, ზოგადად საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებულად და არაადექვატურად აღქმის ალბათობა. რამაც შეიძლება ბევრისთვის, სამსახურეობრივ სარბიელზე კონფლიქტური სიტუაციაც კი შექმნას. დააცადეთ იუპიტერს უფრო დადებით ფაზაში გადავიდეს. შემდეგ უფრო ადვილი იქნება საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად დანახვა და მისი გარშემომყოფებისთვის მეტი დამაჯერებლობით დამტკიცება.