დღის პროგნოზი - 18 თებერვალი

დღის პროგნოზი - 18 თებერვალი

მოკლევადიანი დამატებითი შემოსავლის წყარო, ჰობის სახით. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. ოჯახურ წრეში დაგეგმილი ვახშამი ან უბრალოდ, მყუდრო საღამო გულითადი საუბრების ფონზე, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ.

კარგი დღეა ოროგინალური, დაუგეგმავი სასიყვარულო ან რომანტიული თავგადასავლების დასაწყებად. იმატებს მოულოდნელი ფლირტის და არაორდინალური ადამიანებით გატაცების ალბათობა. საშუალება მოგეცემათ, ნებისმიერი სახის თამამ, ინოვაციურ იდეას ჩაუყაროთ საფუძველი და მისი რეალიზაციისთვის გზების ძიება სწორედ დღეიდან დაიწყოთ.

ნეგატიური ასპექტები

არასასურველი დღეა ამა თუ იმ პროექტის დეტალური განხილვისთვის დაგეგმილი სამქიანი შეხევედრის გასამართად. მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწრა აჯობებს სამომავლოდ გადადოთ. მოერიდეთ ქაოსს ოფისში. წვრილმანების მიმართ მეტი დაკვირვება გმართებთ. ნუ აიღებთ დღეს ზედმეტ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მათი შესრულება სამომავლოდ გართულდება.

იმატებს კონკურენციის მომენტი პროფესიულ ნიადაგზე და ამ მიზეზით გამოწვეული კონფლიქტების ალბათობა. გამორიცხული არ არის ცხარე კამათი და აზრთა რადიკალური სხვაობა, რამაც შესაძლოა სიტუაცია აგრესიის აშკარა გამოვლინებამდე მიიყვანოს. მოერიდეთ კოლეგებთან მძაფრ დისკუსიებს, აჯობებს სადაო საკითხების გადაჭრა უფრო პოზიტიური ტრანზიტისას გადადოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?