"დილა-საღამოს იმეორეთ: მადლიერი ვარ ჩემი ბედის, პრობლემები ჩემს სასიკეთოდ გვარდება" -  11 წესი ფულის კარმის "გამოსასწორებლად"

"დილა-საღამოს იმეორეთ: მადლიერი ვარ ჩემი ბედის, პრობლემები ჩემს სასიკეთოდ გვარდება" -  11 წესი ფულის კარმის "გამოსასწორებლად"

ადამიანი გამდიდრებაზე თუ არა, ხელგაშალილად ცხოვრებაზე ოცნებობს. ზოგს ფული ეძლევა, მაგრამ თითქოს თვალსა და ხელშუა უქრება, ზოგიც აზარტულ თამაშებში იმდენ ფულს შოულობს, რომ დახარჯვას ვერ ასწრებს. გადახედეთ თქვენს ცხოვრებასა და გამოასწორეთ ფულის კარმა.

  • გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. იყავით ლმობიერი, გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გაიზიარეთ მათი ტკივილი და ისიამოვნეთ მათი სიხარულით.
  • თუ ადამიანს შურს სხვისი სიხარული, თავად სიარულს ვერასდროს მიაღწევს. შურისგან მხოლოდ თქვენ იტანჯებით და არა ის, ვისიც გშურთ.
  • ნურავის გაუკეთებთ ცუდს. ნურც გაიფიქრებთ ამას.
  • შეძლებისდაგვარად, თუ გაქვთ ფულით, რჩევით, დაპირებით დახმარების საშუალება ნურავის ეტყვით უარს. ხვალ შეიძლება ისინი თქვენ დაგჭირდებთ და ხალხმაც ზურგი შეგაქციოთ, - ეს კარმაა. ხოლო, თუ დაეხმარებით, დაივიწყეთ, არავისთან თქვათ და მით უმეტეს, იტრაბახოთ.
  • მოერიდეთ ხალხის განსჯას, მათი ქცევა, მათი კარმაა.
  • გაიხსენეთ ის ადამიანები, რომლებმაც ოდესღაც დახმარება გაგიწიეს, მოძებნეთ მათთვის სიკეთის გადახდის საშუალება.
  • მოძებნეთ სახლში თქვენთვის გამოუსადეგარი ნივთები და გააჩუქეთ ისინი. ძველ ნივთებს (დაგუბებული ენერგია), ახლები (ახალი ენერგია) შეცვლის.
  • შემოსავლიდან 10 პროცენტი მაინც გაიღეთ ქველმოქმედებისთვის. რეგულარული სიკეთე შემოსავალს კიდევ უფრო გაგიზრდით. მაგრამ ამჯერადაც არავის გაუმხილოთ თქვენი სიკეთე.

მოიწესრიგეთ ფულის ენერგია. თუ ხანგრძლივი დრის მანძილზე უფულოდ ხართ, ე.ი. ფინანსებთან "კონფლიქტი" უნდა მოაგვაროთ:

  • იყავით კეთილგანწყობილი ფულის, კუპიურების მიმართ. არასდროს ჩადოთ საფულეში დაკუჭული, მოუწესრიგებელი თანხა. თითოეული კუპიურა გაასწორეთ და ისე მოათავსეთ საფულეში. ფულს ჯიბეში ნუ ჩაიკუჭავთ. დახეული ფული, ან გამოუსადეგარი ხურდა (ერთ და ორკაპიკიანები) არა გადაყაროთ ქუჩაში, ბანკში მიიტანეთ.
  • ზოგჯერ, გაუვალ მდგომარეობაში ჯადოსნურად ჩნდება ადამიანი, ან სიტუაცია, რომელიც გვეხმარება ფულად პრობლემების მოგვარებაში. დროის გასვლის შემდეგ ადამიანი ივიწყებს ბედის სიკეთეს. ეცადეთ მადლიერი იყოთ ფორტუნის.
  • არასდროს იწუწუნუთ, არავის შეადაროთ საკუთარი ბედი. იყავით განგების მადლიერი. ყოველ დილა-საღამოს მადლობა გაუგზავნეთ სამყაროს, მადლიერი იყავით იმით, რაც გაქვთ და კიდევ უფრო მეტი მოგეცემათ. შეგიძლიათ ამდაგვარი ტექსტი თქვათ: "მე მადლიერი ვარ ჩემი ბედის, ვიცი, რომ ის ცუდს არ მომივლენს. მე მიყვარს ჩემი საქმე, მე დავეხმარები ჩემს მეგობრებს, ახლობლებს (გავუნაწილებ ლუკმას, სამოსს და ა.შ.). ჩემი პრობლემები ჩემს სასიკეთოდ მოგვარდება".

წარმატებას გისურვებთ!

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ნუ ისაუბრებ პირად პრობლემებზე... აღიარე, როდესაც ვინმე გაჯობებს... თუ ჯერ კიდევ არ გაქვს რწმენა, მისი იმიტაცია გააკეთე..." - გურჯიევის გენიალური რჩევები ქალიშვილს

"მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი..." - ბრიტანელი სულიერი მასწავლებლის გენიალური წერილი, რომელიც თვითრწმენას შეგმატებთ