ინდოელი წინასწარმეტყველი აბიგია ანანდი, რომელმაც მსოფლიო აღიარება პანდემიისა და უკრაინის ომის ზუსტი პროგნოზირებით მოიპოვა, ახალ სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს. 20 წლის ასტროლოგი, რომელიც ვედურ სისტემას ეყრდნობა, კაცობრიობის უახლოეს ათწლეულებს საკმაოდ დრამატულ ფერებში ხატავს.
ანანდის თქმით, 2020 წელი იყო გარდამტეხი წერტილი (პლანეტების იშვიათი განლაგება), რომელმაც მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მსგავსი მოვლენები ისტორიაში მხოლოდ 1206 (ჩინგიზ ყაენის შემოსევები), 1603 (კაპიტალიზმის დაბადება) და 1935 (მეორე მსოფლიო ომის პრელუდია) წლებში ხდებოდა.
მესამე მსოფლიო ომი და კრიტიკული თარიღები
კითხვაზე, გველოდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი, ანანდი ცალსახად პასუხობს: „ჩვენ ნამდვილად ამ მიმართულებით მივდივართ“. მისი პროგნოზით, პროცესი ორ ეტაპად გაიყოფა:
თუმცა, ასტროლოგი გვამშვიდებს, რომ ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, როგორიც გასულ საუკუნეში იყო, არ იქნება, რადგან ომი უფრო ტექნოლოგიურ ხასიათს მიიღებს.
უკრაინა, რუსეთი და ძალთა გადანაწილება
უკრაინის ომთან დაკავშირებით ანანდი სკეპტიკურია. მისი თქმით, კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გარკვეული ზავი შესაძლოა 2027-2028 წლებში დაიდოს, თუმცა ეს არ იქნება საბოლოო მშვიდობა.
რაც შეეხება რუსეთს, ასტროლოგი აღნიშნავს, რომ 2027 წელს ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიცვლება.
დასავლეთის დაისი და „ახალი აღმოსავლეთი“ანანდის თქმით, 2020 წელს დასავლეთის 400-წლიანი დომინაციის ციკლი დასრულდა. ახლა ძალაუფლება აღმოსავლეთისკენ (ინდოეთი, ჩინეთი) ინაცვლებს.
ბუნებრივი კატაკლიზმები
გარდა პოლიტიკისა, ასტროლოგი აფრთხილებს მსოფლიოს 2040 წლისთვის მოსალოდნელი გიგანტური ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, რამაც შესაძლოა გლობალური შიმშილობა გამოიწვიოს.
„კაცობრიობას აქვს შანსი, 2033 წლამდე თავიდან აიცილოს ბირთვული ომი, რადგან ჯერ კიდევ ე.წ. “მშვიდობის 60-წლიან ციკლში“ ვიმყოფებით, მაგრამ ამის შემდეგ პლანეტების გავლენა გაცილებით მკაცრი გახდება“, - აცხადებს აბიგია ანანდი.