დრუიდების ჰოროსკოპი - წაბლი 15 -24 მაისი; 12 - 21 ნოემბერი

დრუიდების ჰოროსკოპი - წაბლი 15 -24 მაისი; 12 - 21 ნოემბერი

სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

წაბლი

15 -24 მაისი; 12 - 21 ნოემბერი

ვიზუალურად დახვეწილი, უზომოდ სიმპათიური და ლამაზია. თუმცა, იშვიათად ცდილობს საკუთარი პრიორიტეტების ბოროტად გამოყენებას. გააჩნია თანდაყოლილი სამართლიანობის შეგრძნება. ამიტომ ყოველთვის მძაფრად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე და როგორც საკუთარი ისე სხვისი უფლებების დასაცავად მზადაა ხმალამოღებულმა იბრძოლოს.

იგი ვერ იტანს მერკანტილურ და მეშჩანური სულის მქონე ხალხს. ამიტომ ცხოვრების გზაზე ხშირად იძენს მტრებს სწორედ ამ ადამიანების სახით. ზოგადად, მის ცხოვრებაში ხშირია იმედგაცრუებები, იმიტომ რომ გარკვეული მაქსიმალისტური პოზიციიდან აღიქვამს გარშემო მყოფებს. მის გვერდით ან მტრები არიან ან - მეგობრები. ნეიტრალურად განწყობილ ხალხს კი იშვიათად ნახავთ.

მართალია, საკმაოდ გამძლე ხასიათი აქვს და პრინციპულობაც არ აკლია წაბლს, მაგრამ ღიად სიჯიუტე და უაპელაციო მიდგომა არ ახასიათებს. ფრთხილი და წინდახედული ადამიანია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალის და ეთიკის საკითხებს. გარკვეულწილად მიდრეკილია პურიტანული ლოგიკისკენ. თავისთან ახლოს ე.წ. "უმორალო" და საეჭვო რეპუტაციის ხალხს არასოდეს გააჭაჭანებს.

ხშირ შემთხვევაში სიტყვაძუნწი და ნაკლებად კომუნიკაბელურია. თუმცა გარშემო მყოფები მას პატივს სცემენ საიმედოობის, პატიოსნებისა და კეთილსინდისიერი ქცევის გამო. იგი მართლაც იმსახურებს ნდობას ამ მხრივ.

პირად ცხოვრებაში საკმაოდ რთული პარტნიორია. ითხოვს დიდ სიყვარულს და ერთგულებას. თუმცა, თავად მას მხოლოდ ერთხელ ან ძალზე იშვიათად უყვარდება ვინმე ცხოვრებაში. ურთიერთობაში ცდილობს პარტნიორიც საკუთარ წესებს დაუქვემდებაროს. ამას კი ხან ღიად, ხანაც დიპლომატიური მიდგომით ცდილობს. გამოირჩევა ჭირვეულობით, ამიტომ გვერდით გამგებიანი, ლოიალური და დიდსულოვანი მეორე ნახევარი სჭირდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?