დრუიდების ჰოროსკოპი - ჭადარი 11 - 20 აპრილი; 14 - ოქტომბერი

დრუიდების ჰოროსკოპი -  ჭადარი  11 - 20 აპრილი; 14  - ოქტომბერი

. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

ჭადარი

11 - 20 აპრილი; 14 - ოქტომბერი

მოვლილი, დახვეწილი და ძალზე აკურატული ინდივიდია. არ ეშლება საზოგადოებაში ქცევის წესები და თავის დაჭერა. სავსეა ენერგიითა და სიცოცხლით, რაც სხვებისთვისაც სტიმულის მომცემი და გადამდებია. მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა, გააჩნია მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი რაც ჩაცმის სტილში, ქცევის მანერასა და საუბარშიც ხშირად ვლინდება. არ განეკუთვნება კონფლიქტური ადამიანების რიცხვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში რისკზე წასვლაც შეუძლია და ბრძოლაც სამართლიანობის დასაცავად.

ამ ადამიანებს არ უყვართ სახლში ჯდომა და მარტოობა. მათთვის აუცილებელია საზოგადოება, ახალ-ახალი ემოციები და საინტერესო ნაცნობობა. მათ უმრავლესობას კარგად ეხერხება მოსაუბრე დადებითად განაწყოს და გახსნას ფსიქოლოგიურად. გარდა ამისა ისინი იშვიათად ხარჯავენ დროს სხვის განკითხვაზე და ჭორებზე.

ჭადარი ხშირად აბსოლუტურად უტოპიური იდეებითაა სავსე. თუმცა მიზნის მისაღწევად არასოდეს ზოგავს თავს, რაც უფასდება კიდეც. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინი სხვებს უწყობენ ხელს ოცნებების ასრულებაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც დიდ კმაყოფილებას განიცდიან ჩადენილი საქციელის გამო.

საჭიროების შემთხვევაში ენამწარე და ცინიკურია, ამიტომ იშვიათად ეშინია ხოლმე საზოგადოების აზრის ან გაკიცხვის.

სიყვარულში რთული და ცვალებადი პარტნიორია. მოსწონს ძნელად მოსახელთებელი ადამიანები. ინტერესის ობიექტის მოსახიბლად ხშირად ჩადის გასაოცარ, თავზეხელაღებულ საქციელებს. თუმცა ჭეშმარიტად ბედიერი მაშინაა, თუკი ცხოვრების გზაზე თავისნაირ, მრავალმხრივ და ინტელექტუალურად მდიდარ პარტნიორს ხვდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?