და ბრიტანეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
წიფელი 21/22 დეკემბერი
ხშირად წარმოსადეგი და სიმპათიური ადამიანია. გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობითა და ჯანის სიმრთელითაა გამორჩეული. ხანდაზმულობამდე ახერხებს კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას. მოქნილი და დიპლომატიურია, თუკი მას თავად სჭირდება ასე მოქცევა.
მრავალმხრივი ნიჭისა და შესაძლებლობების პატრონია. თუკი ბავშვობიდან "ნაყოფიერ ნიადაგზე" მოხვდა მისგან კარგი პროფესიონალი დგება. კარგად გამოსდის საკუთარი საქმეებისა და ცხოვრების ორგანიზება. იშვიათად უხვევს აღებულ გეზს და ყოველთვის, ზუსტად იცის რა სურს.
როგორც წესი, ფინანსების კუთხით ფრთხილი და ხელმოჭერილია. თუმცა აქვს პერიოდები, როცა გულუხვობა შემოუტებს და ცდილობს ყველას ასიამოვნოს ამ მხრივ. ზოგადად არ მოსწონს, როცა ვინმე მის საკუთრებას ეხება. ამიტომ იშვიათად ანათხოვებს თუნდაც უმნიშვნელო ნივთებსაც კი.
წიფელი მოწესრიგებული და გაწონასწორებული არსებაა. უყვარს რეჟიმში ცხოვრება, ხშირად მისდევს სპორტს და კვების ჯანსაღ რეჟიმსაც იცავს. ნაკლებად რისკავს, მისგან გადადგმული ყველა ნაბიჯი ხანგრძლივ ფიქრს და ანალიზს ეფუძნება.
სიყვარულში ერთგული და სტაბილური პარტნიორია, მაგრამ ნაკლებად ესმის რომანტიკა. ამიტომ მას ხშირად სდებენ ბრალს ემოციურ სიცივეში. ბევრი შვილის ყოლისკენ აქვს მიდრეკილება, თუმცა ხშირად ბავშვებსაც ისე ექცევა როგორც საკუთრებას და ეს სამომავლოდ არაერთი პრობლემის სათავეა მისთვის.