სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
ცირცელი
1 -10 აპრილი; 4 - 13 ოქტომბერი
ერთი შეხედვით სუსტი და დაუცველი მოჩანს, მაგარმ ამ იმიჯის უკან გასაოცარი სიმამაცე და რევოლუციონერის ხასიათი იმალება. თუმცა თუკი თავს არ ესხმიან როგორც წესი, თავად იშვიათადაა კონფლიქტის ინიციატორ-წამომწყები. მოკლე, მსუბუქი ნაბიჯებით დადის, დახვეწილი და დელიკატურია ურთიერთობაში, ხვდება როგორ არ უნდა მოაბეზროს თანამოსაუბრეს თავი.
ძირითადად სულ ღიმილიანია და ეს არის მისი სავიზიტო ბარათი. შესაძლებელია ყოველთვის არ იყოს კარგ განწყობაზე, მაგრამ თქვენ ამას მის სახეზე ვერასოდეს დაინახავთ. იგი კარგად აკონტროლებს გრძნობებს. უყვარს ლამაზად ჩაცმა, იშვიათი და ძვირფასი აქსესუარები, კარგი კოსმეტიკა. ზოგადად, შესანიშნავი გემოვნების პატრონია ბავშვობიდან.
ადვილად და იოლად ეგუება ნებისმიერ გარემოს. უყვარს ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება, საჩუქრების ჩუქება იქნება ეს თუ ელემენტარული კომფორტის შექმნის ხელოვნება გემრიელი ვახშმის მეშვეობით. ზოგადად დამოუკიდებელი და ყოჩაღია, მაგრამ აქვს ხოლმე პერიოდები, როცა თავს უფლებას აძლევს იყოს სუსტი და დაუცველიც. აქვს ნაკლიც - მარტივად ვარდება დანაშაულის შეგრძნებაში, მისთვის რაიმეს გადაბრალება სავსებით მარტივია. ხშირად უჭირს ხოლმე წყენის პატიება, განსაკუთრებით ახლო წრის ადამიანებისთვის. თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველთვის მზადაა სხვების დასახმარებლად და ამ ადამიანების იმედი ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ იქონიოთ.