დრუიდების ჰოროსკოპი - იფანი 25 მაისი -3 ივნისი; 22 ნოემბერი - 1 დეკემბერი

დრუიდების ჰოროსკოპი - იფანი 25 მაისი -3 ივნისი; 22 ნოემბერი - 1 დეკემბერი

ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

იფანი

25 მაისი - 3 ივნისი; 22 ნოემბერი - 1 დეკემბერი

ეს ადამიანი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. გარშემო მყოფებში სასიამოვნო ემოციებსა და ნდობას მარტივად იწვევს. ელეგანტური და მეგობრულია. თუმცა, მის გვერდით ცხოვრება, სულაც არ გახლავთ მარტივი საქმე. ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიულია ახლობელი ადამიანების მიმართ. ითხოვს, რომ მასზე იზრუნონ, გაანებივრონ და დაუყვავონ მაქსიმალურად. ამასთან ერთად, თავის მხრივ ვერ იტანს ძალდატანებას ან შეზღუდვებს. ყოველთვის ახერხებს მონახოს მიზეზი ვალდებულებებისგან თავის დასაძვრენად.

საკმაოდ ამტანი და ძლიერი ენერგეტიკით გამოირჩევა. გააჩნია უნარი, იცინოს საკუთარ პრობლემებზე. ხშირად ტოვებს უსუსურისა და დაუცველის შთაბეჭდილებას (განსაკუთრებით თუ ქალია), მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია. იფანმა ზუსტად იცის რა სურს და უფრო უკეთ იცის ის, თუ რა არ სურს კატეგორიულად. ძალზე თავმოყვარე და ეგოისტიც კია პერიოდულად. ამასთან ერთად, მაქსიმალურად მოქნილი და გამჭრიახი მაშინ თუკი საქმე კომფორტს, მატერიალურ კეთილდღეობას და ფინანსურ სტაბილურობას ეხება. უარს არასოდეს ამბობს იცხოვროს სხვის ხარჯზე, მაშინაც კი თუკი ხვდება, რომ გარშემო მყოფები ამ საქციელის გამო გაკიცხავენ. მიუხედავად ამისა, იმდენად გულღია და კეთილმოსურნეა ზოგადად ადამიანების მიმართ, რომ მას ხშირად ბევრ შეცდომას პატიობენ.

სიყვარულში განსაკუთრებით მომთხოვნი და პრეტენზიულია. შეუძლია უაზრო ახირებების და ეჭვიანობის გამო, თავისივე ხელით დაანგრიოს საკუთარი ბედნიერება. რასაც სამომავლოდ არაერთგზის ინანებს. მოწიფულ ასაკში, გააზრებულად, ზოგჯერ გარიგებითაც კი ქმნის ოჯახს. როგორც მეუღლე რთულია, როგორც მეოჯახე კი საკმაოდ გაწონასწორებული და წინდახედული. ზრუნავს კომფორტზე სახლში. ძალზე ხშირად ცდილობს მართოს სიტუაცია ოჯახში, ამიტომ მეორე ნახევართან ამის გამო არაერთგზის უწევს ცხარე კამათი და შეხლა-შემოხლა. კარგი ინტუიციის პატრონია, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ გულის ხმას მიჰყვება, შეუძლია ბევრი პრობლემების თავიდან აცილება ცხოვრებაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?