დრუიდების ჰოროსკოპი - კედარი 9-18 თებერვალი, 14-23 აგვისტო

დრუიდების ჰოროსკოპი - კედარი 9-18 თებერვალი, 14-23 აგვისტო

ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

კედარი

9-18 თებერვალი, 14-23 აგვისტო

სოლიდური, ამაყი და ამბიციური ადამიანია. ხშირად საშუალო სიმაღლისაა, იშვიათად გამხდარი. მარტივად ეგუება ახალ გარემოს და ცხოვრების ახალ პირობებს. მართალია, კომფორტი უყვარს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, შეუძლია რთულ პირობებშიც ღირსეულად გაძლოს.

კარგი ჯანმრთელობის პატრონია. მათ შორის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღეც იგულისხმება. მამაცი, რისკიანი და უშიშარი ადამიანია. იშვიათად იწვევს თავად კონფლიქტს. თუმცა, შეუძლია საკუთარი აზრის ბოლომდე დაცვა და როგორც წესი, მის მოსაზრებას სხვები ყოველთვის ითვალისწინებენ.

ნაკლებად მოსწონს ხუმრობა, განსაკუთრებით საკუთარი პერსონის მიმართ. ასეთ დროს თავს უხერხულად გრძნობს და ხშირად ბრაზდება კიდეც.

ნებისმიერ ურთიერთობაში აქვს მიდრეკილება, იყოს ლიდერი და მონოპოლისტი. ამასთან არ ეშინია პასუხისმგებლობების, იშვიათად გაურბის მოვალეობებს და როგორც წესი, კარგი მეუღლე/პარტნიორია სასიყვარულო კუთხით.

მათ შორის ბევრი კარიერისტი და საკუთარი სფეროს დაუღალავი მოამაგე გვხვდება. ამ ადამიანებს უყვართ თავი მიუძღვნან საქმეს, რომელიც მოსწონთ. გააჩნიათ საოცარი თავგანწირვის უნარი, შესაბამისად, სახიფათო პროფესიებს შორის (სამხედრო, მაშველი, ექიმი) ბევრი გვხვდება ზუსტად ამ ხის მფარველობის ქვეშ დაბადებული ინდივიდი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?