მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით, და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
კვიპაროსი
25 იანვარი - 3 თებერვალი; 26 ივლისი - 4 აგვისტო
ჯანმაგარი, საკმაოდ კარგი აღნაგობის მქონე ხალხია. სახის ნაკვთები ხშირად გამოკვეთილი და ზუსტი აქვთ. თუმცა ვიზუალურად ხშირად იმაზე მკაცრი ჩანან ვიდრე არიან სინამდვილეში. კარგი ადაპტაციის უნარი აქვს. შეუძლია დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს და მოერგოს სიტუაციას. ადრე იზრდება, ფაქტობრივად "დიდი ბავშვია" და პატარა ასაკიდან შესწევს ძალა საკუთარ თავზე აიღოს მოვალეობები. ხშირად ადრეულ ასაკში იწყებს მუშაობას და საკუთარი თავის რჩენას. ამაყია, თუმცა არასოდესაა სიბრიყვემდე ამბიციური. არ არის სნობი, არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას სოციალურ სტატუსს და რეგალიებს. ფული საშუალებად მიაჩნია და არა თვითმიზნად.
მძაფრი მოთხოვნილება აქვს იყოს ბედნიერი და ეძებს პარტნიორს, რომელიც იდეალს შეესაბამება. სულით რომანტიკოსია, მოსწონს ხანგრძლივი სეირნობები, პიკნიკი ბუნებაში, პოეზია და მხატვრობა. ხშირად შეხვდებით დიდი ზომის ძაღლებით გარემოცულს, ზოგადადაც უყვარს ცხოველები. ხშირად განმარტოვებაც მოსწონს. ეს მისთვის აუცილებელიც კია. თუმცა, მარტოხელა ადამიანის ცხოვრებით არასოდეს ცხოვრობს და მუდმივად ცდილობს ჰყავდეს დიდი და ხმაურიანი ოჯახი.
არ არის ზედმეტად სენტიმენტალური, თუმცა სულიერებას მოკლებულ ინდივიდად მას ვერავინ დაახასიათებს. უფრო პრაქტიკული იდელისტია. ოცნებობს რეალურ მიზნებზე და ღრუბლებში ფრენა მისი სტილი არაა. მკაცრია, მაგრამ მის საზოგადოებაში ადამიანები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. აქვს უნარი უსიტყვოდ დაამშვიდოს განერვიულებული ადამიანები. არ უყვარს კონფლიქტი და დაპირისპირება. ურთიერთობაში ერთგულია და ბოლომდე ერთგულებს მეგობრებს, პარტნიორებს, მოგონებებს.