ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
ლეღვი
14 - 23 ივნისი; 12 - 20 დეკემბერი
ხშირად თვალშისაცემი გარეგნობით არ გამოირჩევა, მაგრამ იმდენად გალანტური და სასიამოვნო ადამიანია, რომ მისი არსებობა არვის რჩება შეუმჩნეველი.
შთაბეჭდილებიანი, ემოციური და უზომოდ ინტელექტუალური ადამიანია. თუმცა თავს ყველა საზოგადებოებაში არ გრძნობს კომფორტულად, რის გამოც ყველგან და ყველასთან ბოლომდე არც იხსნება. საარსებოდ მაქსიმალურად თბილი, კომფორტული და ჯანსაღი გარემო ესაჭიროება.
ძნელად იტანს ქაოსს, პრობლემებს და იმედგაცრუებას. გადამეტებულად სტრესულ სიტუაციაში, შესაძლებელია ჯანმრთელობა და ნერვული სისტემა ბოლომდე გაუნადგურდეს. საკმაოდ სათუთია ამ მხრივ. ამ ადამიანმა მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს გარემოცვის სწორად შერჩევის საკითხს. იმიტომ რომ ცუდ წრეში მოხვედრის შანსები და მეგობრების გამო პრობლემები მის ცხოვრებაში სავსებით მოსალოდნელია.
პარტნიორულ ურთიერთობებში თბილი, მოსიყვარულე ცოლი/ქმარი და კარგი მეოჯახეა. სჭირდება მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია მეორე ნახევართან, ოჯახის წევრებთან. ამასთან იგი იმ შემთხვევაშიც კი არ წყვეტს მათთან კონტაქტს თუკი ისინი, მის იმედებს ვერ ამართლებენ.
მართალია, ბუნებით ცვალებადი და არასტაბილური ადამიანია, მაგრამ გარშემო მყოფებისგან საპირისპიროს ითხოვს. დელიკატური, რბილი და დამთმობია ხშირად. მაქსიმალურად ერიდება შფოთს და კონფლიქტებს. თუმცა, ხშირად უჭირს ცდუნებას გაუმკლავდეს და თავს პატარ-პატარა შეცდომების დაშვების უფლება არ მისცეს. კეთილი და დიდსულოვანი ადამიანია, თუმცა შინაგანად ცოტა ზარმაცი და მკვეხარაც.
თუკი განსაკუთრებული ზეწოლა არ განიცადა, უყვარს თავი აარიდოს დაკისრებულ ვალდებულებებს ან სულაც სხვას გადააბაროს იგი. თუმცა, მთლიანობაში სასიამოვნო და კარგი ადამიანია. მასთან ქორწინება გამართლებულია, იმ თვალსაზრისით, რომ მეორე ნახევარს ბევრ სითბოს და სიყვარულს ანიჭებს იგი. ამის ხარჯზე კი ღირს ვაპატიოთ პატარა ნაკლოვანებები.