მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
მუხის ხე - 21 მარტი
ადამიანები, რომელთაც გაზაფხულის დღეღამსწორობას უწევთ დაბადება, გამორჩეული ბედითა და ხასიათის თვისებებით არიან შემკულნი. მუხა უზომოდ სიცოცხლისუნარიანი, აქტიური და დინამიკური ადამიანია. იგი გარშემო მყოფებს შორის პატარა ასაკიდან იწვევს დიდ მოწიწებას და პატივისცემას. ფიზიკურად ძალზე ჯანსაღი და ძლიერი ხეა. თუმცა, ფსიქოლოგიურადაც ვერ იტანს იგი ავად ყოფნას, ამიტომ წვრილმან პრობლემებსაც კი ამ კუთხით აბსოლუტური გულგრილობით ხვდება.
თავის მხრივ ძალიან უკვირს იმ ადამიანების, ვინც გამუდმებით ჯანმრთელობის პრობლემებსა და ავადმყოფობაზე წუწუნებს.
მუხა საოცრად მამაცი და თავგანწირულია. მასში ამ თვისებას გამოკვეთილი თავმოყვარეობა და სიამაყეც აძლიერებს. იშვიათად იცვლის აზრს და პოზიციას. ვერ იტანს, როცა ვინმე ცდილობს გავლენაში მოაქციოს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გზით. სწორხაზოვანი და ჯიუტია. ამიტომ ყოველთვის ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას.
მას ნაკლიც საკმარისზე მეტი გააჩნია ხასიათში. კერძოდ ის, რომ არ შეუძლია იყოს ლოიალური და მომთმენი. არ შეუძლია დიპლომატია. ზედმეტად პირდაპირი და ხშირად აუტანლად უხეშიც კია. თუმცა, ბევრს მოიგებდა სულ ცოტა ტაქტი და სირბილე რომ გამოემუშავებინა ხასიათში.
სიყვარულში საკმაოდ ცვალებადი პარტნიორია. ყოველ ჯერზე ფიქრობს, რომ ეს მისთვის "ერთადერთი და უკანასკნელია". თუმცა, ამგვარ სიტუაციაში ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე მაინც ვარდება. დროთა განმავლობაში, უკვე ასაკის მატებასთან ერთად უფრო გამოსდის მშვიდ გონებაზე გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ სასურველია, გვიან დაოჯახდეს. ასე თავიდან აიცილებს განქორწინებას.