დრუიდების ჰოროსკოპი - ფიჭვი 19 თებერვალი -28/29 თებერვალი; 24 აგვისტო - 2 სექტემბერი

დრუიდების ჰოროსკოპი - ფიჭვი 19 თებერვალი -28/29 თებერვალი; 24 აგვისტო - 2 სექტემბერი

და ბრიტანეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

ფიჭვი

19 თებერვალი -28/29 თებერვალი; 24 აგვისტო - 2 სექტემბერი

დახვეწილი გარეგნობით და მანერებით გამოირჩევა. კარგად ეხერხება საკუთარი თავის წარმოჩენა და რეკლამირება. მოსწონს შინაურული ატმოსფერო, კომფორტი და ფუფუნების ნივთები . ხშირად, ადრეული ასაკიდან ცდილობს მოიწყოს თავისი, მყუდრო "ბუდე".

ამ ადამიანმა ყოველთვის იცის რა უნდა. ამიტომ იშვიათად ექცევა სხვების გავლენის ქვეშ. თუმცა, როგორც წესი, უხეში ან უტაქტო ქცევა არ ახასიათებს და არავის ეწინააღმდეგება ღიად

. კარგად შეუძლია საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა და ორგანიზება. საკმაოდ მამაცი და შემტევია თუკი საქმე დასახული მიზნის მიღწევას ეხება. ნებისმიერ სფეროში აღწევს წარმატებას, სადაც ლიდერული თვისებები და რისკია საჭირო.

კარგად ადაპტირებს სტრესულ გარემოში, ამიტომ არასოდეს იბნევა სირთულის წარმოქმნისას . შეუძლია სპონტანური მოქმედება.

მართალია, ერთი შეხედვით მეგობრული და კონტაქტურია, მაგრამ არასოდესაა ზედმეტად ხელგაშლილი ან ქველმოქმედი. საკუთარ ინტერესებს და კომფორტს აყენებს ყველაზე წინ. სხვების გასაჭირზე შესაძლოა ილაპარაკოს თუმცა იშვიათად იჩენს თავგანწირვას ვინმეს მიმართ . როგორც წესი სიყვარულში საკმაოდ ემოციური და ჭირვეული პარტნიორია. ახასიათებს ინტერესის ობიექტის "ამოჩემება". რის გამოც შემდგომში ხშირად იტანჯება ემოციური მიჯაჭვულობის გამო.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?