ვაშლის ხე: 22 დეკემბერი - 1 იანვარი; 25 ივნისი - 4 ივლისი
ვაშლის ხე – ძალზე სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. სიყვარულით დაინტერესებულია როგორც თეორიულად, ასევე რასაკვირველია პრაქტიკულადაც, უმეტესად გათხოვებაზე უარს არ ამბობს, თუმცა პარტნიორისადმი დიდი გრძნობები არ გააჩნია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს სამუდამოდ აიღოს ხელი სიყვარულსა და გრძნობებზე, თუ იგი შემთხვევით შეხვდება ისეთ პარტნიორს, რომელიც მისი სულისა და გემოვნების შესაბამისია, მაშინ მათი ცოლქმრობა ნეტარებაა. ვასლის ხე მუდამ ერთგულია სიყვარულის გვიან ასაკამდე.
უანგარო და ანგარიშმიუცემელი, ადვილად ტყუვდება. საკუთარ პერანგს გაიხდის, უკანასკნელ ლუკმასაც არ დაიშურებს. ამასთან ვაშლის ხე სრულიადაც არ არის მიამიტი. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს ხვალინდელზე. დროდადრო ვალებსაც იღებს და ივიწყებს კიდეც. რაც მისთვის ბუნებრივია. იგი ფანტაზიებით სავსე ფილოსოფოსია, უყვარს სიცოცხლით ტკბობა და არ აქვს სურვილი ვინმეს დარწმუნებისა და გაკვირვების.
სოჭი: 2 იანვარი - 11 იანვარი; 5 ივლისი - 14 ივლისი
ის ლამაზია, უფრო ცივი და მკაცრი სილამაზე აქვს. უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამო და მთელი სიდიადით წარმოჩენილი დღესასწაულები. ჭირვეულია და ამიტომ ხანდახან ჭირს მასთან ურთიერთობა და თანაცხოვრება. მას განვითარებული აქვს განცალკევებულობის გრძნობა. ამიტომ ხშირად ეუფლება მარტოობა დიდ კოლექტივში მყოფსაც კი. ძნელად ექცევა გავლენის ქვეშ, თუმცა იშვიათად გამოთქვამს თავის აზრს, არ გამოირჩევა დიდი მხიარულებით და უხვსიტყვაობით. ძალიან ამაყია და დაჟინებით მიიწევს საკუთარი მიზნის მისაღწევად.
სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებს. მომთხოვნია და არ არის დამყოლი. მას სურს, რაც შეიძლება ბევრი გამოძალოს ცხოვრებას, რადგან კარგად იცის საკუთარი ღირსებები და ჩვეულებრივ ამას აღწევს კიდეც. ზოგჯერ თავდავიწყებამდე სიყვარულიც ძალუძს და მაშინ მთელი მისი სამყარო ინგრევა. მისი სიყვარული შეიძლება უსაზღვრო იყოს.
თელა: 12 იანვარი - 24 იანვარი; 15 ივლისი - 25 ივლისი
დიდი, ტანადი, ლამაზი. ძალზე მიმზიდველია, თუმცა სხვაგვარი შემკავებლობა დაყვება. მაინცდამაინც როდი აქცევს თავს ყურადღებას, იცვამს თავისებური სისადავით, ხშირად ვერც კი თმობს საყვარელ ძველ სვიტერს. თელა არ არის მომთხოვნი და არ უყვარს თავისი ცხოვრების გართულება. მისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ყველაზე თვალშისაცემი ნაკლია ზედმეტი სიდინჯე. ჭკუის დამრიგებლობისკენ მიდრეკილება მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა.
იგი პირდაპირი და გულღიაა, თავისი გულუხვობით განაიარაღებს ნებისმიერს. სჯერა ადამიანური სიკეთის. საქმე, რომელსაც იცავს, მუდამ კეთილშობილურია და სწამს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარაებას. სხვებზე მეტად ხელმოცარულია. შეუძლია ბევრი რამის გაკეთება თავისი ახლობლების საკეთილდღეოდ. განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.
გრძნობებს ავლენს მგზნებარედ, ზოგჯერ მხურვალედაც. თუ მისი არჩევანი წარმატებით არის შერჩეული, მასინ შეუძლია ისეთი პირობები შექმნას, რომ სიყვარულმა მის ოჯახში ბრილიანტის ქორწილამდეც მიაღწიოს.
კვიპაროსი : 25 იანვარი - 3 თებერვალი; 28 ივლისი - 4 აგვისტო.
ჯანმაგარი, საკმაოდ კარგი აღნაგობის მქონე ხალხია. სახის ნაკვთები ხშირად გამოკვეთილი და ზუსტი აქვთ. თუმცა ვიზუალურად ხშირად იმაზე მკაცრი ჩანან ვიდრე არიან სინამდვილეში. კარგი ადაპტაციის უნარი აქვს. შეუძლია დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს და მოერგოს სიტუაციას. ადრე იზრდება, ფაქტობრივად "დიდი ბავშვია" და პატარა ასაკიდან შესწევს ძალა საკუთარ თავზე აიღოს მოვალეობები. ხშირად ადრეულ ასაკში იწყებს მუშაობას და საკუთარი თავის რჩენას. ამაყია, თუმცა არასოდესაა სიბრიყვემდე ამბიციური. არ არის სნობი, არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას სოციალურ სტატუსს და რეგალიებს. ფული საშუალებად მიაჩნია და არა თვითმიზნად.
მძაფრი მოთხოვნილება აქვს იყოს ბედნიერი და ეძებს პარტნიორს, რომელიც იდეალს შეესაბამება. სულით რომანტიკოსია, მოსწონს ხანგრძლივი სეირნობები, პიკნიკი ბუნებაში, პოეზია და მხატვრობა. ხშირად შეხვდებით დიდი ზომის ძაღლებით გარემოცულს, ზოგადადაც უყვარს ცხოველები. ხშირად განმარტოვებაც მოსწონს. ეს მისთვის აუცილებელიც კია. თუმცა, მარტოხელა ადამიანის ცხოვრებით არასოდეს ცხოვრობს და მუდმივად ცდილობს ჰყავდეს დიდი და ხმაურიანი ოჯახი.
არ არის ზედმეტად სენტიმენტალური, თუმცა სულიერებას მოკლებულ ინდივიდად მას ვერავინ დაახასიათებს. უფრო პრაქტიკული იდელისტია. ოცნებობს რეალურ მიზნებზე და ღრუბლებში ფრენა მისი სტილი არაა. მკაცრია, მაგრამ მის საზოგადოებაში ადამიანები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. აქვს უნარი უსიტყვოდ დაამშვიდოს განერვიულებული ადამიანები. არ უყვარს კონფლიქტი და დაპირისპირება. ურთიერთობაში ერთგულია და ბოლომდე ერთგულებს მეგობრებს, პარტნიორებს, მოგონებებს.
ალვა: 4 თებერვალი - 8 თებერვალი; 5 აგვისტო - 13 აგვისტო
დეკორატიულობა, ტანადობა და სილამაზე პატარაობიდანვე დაჰყვება, მაგრამ ასაკთან ერთად თავად ქმნის პრობლემებს. ძალიან მგრძნობიარეა დროის მდინარების მიმართ, ადრეულად ეპარება სიბერის შიში, რის გამოც უფრო მეტად ბერდება. მხოლოდ ახლობლების კეთილისმყოფელ გავლენას ძალუძს დაეხმაროს მას. ამიტომ დაკვირვებით უნდა შეირჩეს ის ადამიანები, ვისთანაც უნდა დაამყაროს მან ურთიერთობა.
უცილობელი სიფრთხილე მართებს ადგილსამყოფლის გამოცვლის დროსაც: ყოველგვარი გარემო როდი უწყობს ხელს ალვის განვითარებას. ალვა ცუდად გრძნობს თავს სივიწროვეში, მაგრამ მაინც არ უყვარს განცალკევებული ცხოვრება. მოთხოვნილება აქვს ჰყავდეს მეგობრები, მაგრამ იტანჯება, როცა ისინი მის მიერ არ არიან შერჩეული. ძალიან მგრძნობიარეა თავისუფლების შელახვის გამო და ადვილად ვარდება პესიმიზმში. იგი ცდილობს არ გაამჟღავნოს ეს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ შეჰყავს შეცდომაში.
მისი სიყვარული მგრძნობიარეა სულ მცირე უსიამოვნების მიმართ და ამიტომ პაწაწკინტელა წვრილმანსაც კი გამოჰყავს წონასწორობიდან. დროდადრო თავისთავად გულიც უჩუყდება, თუმცა ხშირად ახერხებს ამის დამალვას და ამ დუმილში ჰპოვებს თავისებურ სიამოვნებას.
სამხრეთული კარტასი : 9 თებერვალი - 18 თებერვალი, 14 აგვისტო - 23 აგვისტო
ტოტებგაშლილი და ძლიერი, თუმცა არცისე ტანადი, სოლიდური და ლამაზი მცენარის შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია ოცნებობს მოხერხებულ პირობებზე, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ღამე ცის ქვეშ გაათენოს. კარგი ჯანმრთელობა აქვს, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც შინ და არ იცის რა არის გაუბედაობა. დინამიური და თავდაჯერებული, აიძულებს ყველას ანგარიში გაუწიონ მას, ამასთან ძალიან მგრძნობიარეა მის მიმართ ნათქვამ ხუმრობაზე და ვერც იგებს მას.
უყვარს გააკვირვოს და მოულოდნელად დაესხას თავს ვინმეს, იყოს საერთო ყურადღების ცენტრში, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დასჭირდეს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადამწყვეტი სიტყვაც თქვას. ბრწყინვალედ წყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს. არ აშინებს ხიფათი, წინდაუხედავია და შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. საბედნიეროდ ძალა შესწევს ადვილად დააღწიოს თავი მას. ამაყია, თავმოყვარე. ამასთან გამოუსწორებელი ოპტიმისტია,, რასაც ხშირად გაუფრთხილებელი მოქმედება მოსდევს, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში. ირგვლივ მყოფებზე წამქეზებელ ზემოქმედებას ახდენს. ფრიად დაჟინებულია და იმათ რიცხვს მიეკუთვნება , ვინც მუდამ მართალია.
ფიჭვი: 19 თებერვალი - 28/29 თებერვალი; 24 აგვისტო - 2 სექტემბერი
დახვეწილი სილუეტი, ლამაზი, დეკორატიული. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას თავის ღირსებებს. უყვარს სახლი, ძვირფასი საგნები, ლამაზი ინტერიერი. ხშირად იმ საყვარელ სახლს, რის გარეშეც იგი ვერ განვითარდებოდა, თვითონვე ქმნის. მან იცის რაც სურს, მისთვის საკმარისი არაა ის, რასაც თვით ცხოვრება აძლევს. არაფერს ემორჩილება და შეუძლია დაგეგმოს და დაუმორჩილოს თავის მოთხოვნილებებს პირობები. მამაცია, წინააღმდეგობას თავაწეული ხვდება და არ ემორჩილება ბედს. გამბედაობის და რისკის წყალობით მუდამ წინ მიიწევს. წარმატებები აქვს ყველანაირ საქმეში.
ფიჭვს შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციიდან თავდახსნა. მოქმედებისას ძალიან სწრაფი და ზუსტია. მიუხედავად მისი ალერსიანი მოპყრობისა და უნარისა, იყოს საყვარელი მეგობარი, მასში ვერ იპოვით გადაჭარბებულ სირთულესა და სიუხვეს. საკუთარი კეთილდღეობა და მოხერხებულობა პირველყოვლისა. ის მხოლოდ ერთადერთში – სიყვარულში იჩენს სისუსტეს. მგრძნობიარე და იმპულსურია, ადვილად იცის გატაცება, მერე კი უკვე გვიანია. მახვილი გონება აქვს და დალაგებული აზროვნება. დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. ფიჭვის ნიშანი სასურველია ქალებისთვის.
ტირიფი : 1 მარტი - 10 მარტი; 3 სექტემბერი - 12 სექტემბერი.
თავისი მელანქოლიური სილამაზით ტირიფი, რომელსაც სიმღერებსაც კი უძღვნიან, ძალზედ მიმზიდველი და თავისებურია. თუნდაც მხოლოდ ხილვადობით იყოს განპირობებული მისი მშვენიერება , მასში რაღაც იდუმალება შეიგრძნობა. იგი სავსეა ბუნდოვანი აზრებით, შეუცნობადი სურვილებით, რომლებსაც ზოგჯერ თვითონაც ვერ განსაზღვრავს.
ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს მზის სითბო, წყალთან ყოფნა. რეაგირებს ყოველგვარ სუნსა და გემოვნებაზე. არავის ძალუძს წუთიერი სიამოვნების განცდა ისე, როგორც მას და ამიტომ არაფერზე ამბობს უარს. ნუ ენდობით ტირიფის გარეგნულ თვინიერებას, რადგან მიუხედავად ამისა, იგი საქმიანი და შეუპოვარია. კარგად იცის, რაც სურს, არასდროს არავის თავზე არაფერს ახვევს, რადგანაც მასში განვითარებულია სხვათა პატივისცემის გრძნობა და მბრძანებლობის სურვილი არ აქვს.
ტირიფი ძალიან მძიმე და ჭირვეული პარტნიორია, ვინაიდან არ აქვს უნარი სწრაფი ადაპტაციის და არ უყვარს კომპრომისები. მისი უმწეობა და უილაჯობა უმეტესწილად ტაქტიკაა. დროდადრო გართობის მიზნით მას ბრწყინვალედ შეუძლია გაითამაშოს და თავი სუსტ არსებად მოგაჩვენოთ. საერთოდ ცხოვრებაში შეუძლია თავის კარგად დაცვა. გრძნობებში უფრო რომანტიკულია, ვიდრე სენტიმენტალური.
ცაცხვი: 14 მარტი - 20 მარტი; 13 სექტემბერი - 23 სექტემბერი.
აქვს პრაქტიკული ჭკუა და მიდრეკილება ტექნიკისკენ, საზრიანი და ზუსტია. თუ ის თავის ცხოვრების გზაზე სულით მსგავს არსებას იპოვნის, მაშინ ცოლქმრულ ცხოვრებას შეუძლია დაუბრუნოს მას წონასწორობა. ძლიერ აქვს განვითარებული ღირსების გრძნობა. იგი ეჭვიანია და უმეტესად უმიზეზოდ.გაუგონრად მომხიბლავია და თავისი მომხიბვლელობით სარგებლობს კიდეც. ნებისმიერს დაახვევს თავბრუს. ოცნებობს სტაბილურ , უზრუნველყოფილ და ყველანაირად მოწყობილ ცხოვრებაზე. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარავშიც კი შეუძლია ოჯახური მყუდროების შექმნა. ერთი შეხედვით მშვიდია, უთქმელი, მფრთხალი, მაგრამ ამასთან უშფოოთველი და პესიმისტური. უმეტესად ცაცხვი თავის ცხოვრებას მოწყენილობაში ატარებს და ეს არის მისი მთავარი მტერი. იგი განსაკუთრებით ვერ იტანს ფარისევლობას. სავსეა წინააღმდეგობებით. ერთი რამ მასში უეჭველია – იგი ძალიან სიმპათიურია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა და ადვილი, რაც ფსიქიკური კომფორტის გრძნობას ტოვებს. ცაცხვს მოთმინებით შეუძლია მოსაუბრეს უსმინოს, პატივისცემით ექცევა ყველას და არ ცდილობს მბრძანებლობას. იგი ყველას უყვარს მაშინ ,როცა მასზე მაინცდამაინც დიდ იმედებს ვერ დაამყარებ.
თხილი : 22 მარტი - 31 მარტი; 24 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
ძალიან ხშირად სუსტია, შეუხედავი. თავის "მე"-ს არავის ახვევს თავზე, მაგრამ თუ დაუახლოვდები შეუძლებელია არ შენიშნო და მოიხიბლო მისი ორიგინალური გონიერება. თხილი მცირედითაც კმაყოფილია, ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს და ყველაფერი კარგად ესმის. მისი გარეგნობა თითქმის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს. თუ მოინდომა შეუძლია თავი შეგაყვაროთ. შეუძლია იყოს ბრძენი, მომთმენი, მაგრამ ამავე დროს შეუძლია ხიფათში ჩაგაგდოთ, სიავეც გამოიჩინოს და გავნოთ კიდეც. ყველაფერი დამოკიდებულია მის გუნება-განწყობილებაზე. საკმაოდ ჭირვეულია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შუა საუკუნეებში ხშირად სწამებდნენ ჯადოსნობას. თუ ვინმეს დაუახლოვდა იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ცხოვრება გაუადვილოს მას. თუ მისი სიმპათიები ვერ დაიმსახურეთ მაშინ კი უფრთხილდით.
სიყვარულში შეიძლება იყოს ყველაზე საყვარელი ანდა ყველაზე მწამებელი პარტნიორი. სწრაფად ეცვლება გუნება. მასთან ცხოვრებამ შეიძლება სიმშვიდე არ მოგგვაროთ , მაგრამ ძალზე გაგიტაცებთ.
ცირცელი: 1 აპრილი - 10 აპრილი, 4 ოქტომბერი - 13 ოქტომბერი
სუსტი აღნაგობა მალავს ამ ნატურის არაჩვეულებრივ სიმტკიცეს. საყვარელი და მომხიბლავია. მსუბუქი სიარულით შეგიძლიათ შეიცნოთ ის. მის სახეს ღიმილი არ სცილდება, არა იმდენად შინაგანი მხიარულების გამო, რამდენადაც თვითკონტროლის წყალობით. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს, უყვარს ლამაზად ჩაცმა და კარგი გემოვნება აქვს.
ადვილად ეგუება ვითარების ცვალებადობას, უყვარს როცა ახლობლებს სიხარულს ანიჭებს. არ არის ეგოისტი, მაგრამ ეგოცენტრულია. დამოუკიდებელია, თუმცა ზოგჯერ ნებას დაჰყვება და სხვაზე დამოკიდებული ხდება. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აიძულებს ირგვლივ მომხდარში თავი დამნაშავედ იგრძნოს. მასთან კონტაქტის დამყარება ძნელია და ურთიერთობა რთული. ცირცელი გამოირჩევა თავაზიანობით. მას ყოველთვის შეიძლება ენდო. ზოგჯერ მიამიტია და ნებას იძლევა ექსპლოატაცია გაუწიო. სიყვარულში ბევრს გაიღებს, მაგრამ თვთონაც ბევრს ითხოვს. განუწყვეტლივ გამოცდას უწყობს გრძნობებს. მისი გაცრუება არ შეიძლება. ცირცელი არ გიღალატებთ.მისი პირადი ცხოვრება ძალიან მდიდარია. სავსეა ხვალინდელი დღისადმი ზრუნვით.
ნეკერჩხალი: 11 აპრილი - 20 აპრილი; 14 ოქტომბერი -23 ოქტომბერი
ჩვეულებრივ უამრავი გეგმა აქვს, ხშირად არაჩვეულებრივიც, ექსტრავაგანტური. უყვარს ყველანაირი სიახლე, ენთუზიაზმით იცავს ყოველგვარ ახალ იდეას, მაგრამ თვითონ იშვიათად ახდენს საკუთარი პროექტების რეალიზაციას. თუმცა ეს სრულიადაც არ უშლის ხელს სიამოვნება მიიღოს თავისი ფართო ჰორიზონტისგან. მასში ცოტაოდენი ცინიზმიც არის. არ უფრთხის საზოგადოებრივ აზრს. პირიქით, მოსწონს კიდეც, რომ მასზე ლაპარაკობენ.ფაქიზი, მოვლილი, ხანდახან ოდნავ კეკლუცი. ხშირად არის იქ, სადაც უფრო საინტერესოა ყოფნა. მოდას აყოლილია. არ განეკუთვნება უფერულ პიროვნებებს. სავსეა ენერგიით და მხნეობით, დაუღლელია. ნეკერჩხალი, როგორც იტყვიან, ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა. ის შეიძლება მივაკუთვნოთ ინდივიდუალისტებს. თუმცა თავისი ბუნებით ნეკერჩხალი თავშეკავებული და გაუბედავია. მას შეუძლია ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა საფუძველია არა იმდენად მატერიალური ფაქტორი, რამდენადაც ცხოვრებისეული ინტერესი. არ უყვარს შინ ჯდომა, სიამოვნებით ეცნობა უცხო პირებს. ნიჭი აქვს იმის, რომ გამოგიწვიოთ გულახდილ საუბარში, მაგრამ თუკი რაიმე გაანდეთ, არ შეგეშინდეს – ის არასდროს გაკიცხავს სხვების მოქმედებებს და არ ილაყბებს უცხოთა საიდუმლოებებზე.
კაკალი: 21 აპრილი -30 აპრილი; 24 ოქტომბერი - 2 ნოემბერი
კაკალი შეიძლება იყოს ლოიალურიც და ერთგულიც, მაგრამ ასევე მერყევი. წინასწარ არავინ იცის როგორ მოიქცევა, ამიტომ არ იცი როგორ მიუდგე.ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია გიერთგულოს და შეგიყვაროს. ან პირიქით- უარი თქვას შენზე. ზოგჯერ თვითონ ეწამება და დიდი სიამოვნებით აიძულებს სხვებსაც დაიტანჯონ. მან უთუოდ უნდა გაართულოს სიტუაია. თავისი გამორჩეულობის მოთხოვნილებით წამებული, ეჭვიანი და ალერსიანი, კაკალი არ გამოირჩევა სიდინჯით. თუ გიყვარს იგი ან მეგობრობ მასთან მუდამ მოულოდნელობებს უნდა ელოდე. ცხოვრებაში შესანიშნავი სტრატეგია. კარგად აფასებს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის განზრახვას, შეიძლება ძალზე ვერაგულადაც მოიქცეს და თავიც არ შეიწუხოს ზედმეტი სინდისის ქენჯნისგან. ისწრაფვის, რომ მისი ცხოვრება არ იყოს ჩვეულებრივი. არ უფრთხის რისკს, არ ცდილობს თავის მოწონებას, არ ცნობს კომპრომისებს. კაკალს ბევრი მეგობარი ჰყავს და არც მტერი აკლია. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. ზრუნავს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განკერძოებულობისაკენ. ზოგჯერტ იგი იმდენად გამორჩეულია, რომ შეუძლებელია არ შენიშნო და არ გაუწიო ანგარიში.ბუნებრივობა მისთვის არ წარმოადგენს ღირსებას. ის ზრუნავს სტილზე, დახვეწილ და ნატიფ მანერებზე, სინამდვილეში კი უბრალოდ მორცხვია. იგი ხანდახან ჭირვეული, აგრესიული და ეგოისტურია. მაგრამ ამავე დროს სტუმართმოყვარეა, ზრდილია და გაბედული ჩანაფიქრში.
ჟასმინი: 1 მაისი - 14 მაისი; 3 ნოემბერი - 11 ნოემბერი
მოძრავი, ცოცხალი და გულღიაა. უნარი აქვს მიიზიდოს ადამიანები თავისუფალი და მოხერხებული საუბრით, თავისი სურვილის გარეშე ხვდება ყურადღების ცენტრში. ჩვეულებრივ სწორედ მისგან ელიან საზოგადოებაში ძალდაუტანებელი ვითარების შექმნას. სხვებს წარუდგენს თავს, როგორც გაწონასწორებული, მხიარული და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავისუფალი, მაგრამ მხოლოდ მისმა ახლობლებმა იციან, თუ როგორი მგრძნობიარეა. ამიტომაც, რამდენიც არ უნდა ეცადოს ჟასმინმა დამალოს - იგი, დაბადებიდანვე პესიმისტია. ის, რაც სხვათათვის საეჭვოა, მისთვის მხოლოდ ღრმად ჩამალული რეზერვია. მან ყველაზე უკეთ იცის დიპლომატიის უპირატესობა და ჰარმონიული დამოკიდებულების ორგანიზება დანარჩენებთან. სამწუხაროდ ეს ღირსებები ნაკლებად ვლინდება მის საკუთარ სახლში. აქ ეძიებს იგი დამოუკიდებლობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არ უყვარს, როცა შებოჭილია, შეზღუდულია, მოვალეობები გულს უმძიმებს, მიუხედავას იმისა, რომ მუდამ ემორჩილება თავისი მოვალეობის გრძნობას.
წაბლი: 15 მაისი - 24 მაისი; 12 ნოემბერი - 21 ნოემბერი
მიუხედავად დაჟინებულობისა და სიმტკიცისა არ არის ჯიუტი. შეუძლია იყოს წინდახედული, რის წყალობითაც მას ჩვეულებრივ მატერიალური პრობლემები არ გააჩნია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალის წესებს და ხშირად იხრება პურიტანიზმისკენ. მოულოდნელია მასში მოხერხებული ცხოვრებისკენ ლლტოლვა. ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ვერ ეგუება ცხოვრებას, მაგრამ ეს მხოლოდ მტრული დამოკიდებულების და საკუთარი თავისა და სხვისადმი უნდობლობის შედეგია.წაბლი ძალიან ლამაზია, თუმცა არ ცდილობს დაიპყროს ირგვლივ მყოფთა გულები თავისი მომხიბვლელობით. მას სივრცისადმი ლტოლვა აქვს,ს ავსეა სიცოცხლით და ძალ-ღონით. სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვს და ნებისმიერი დარღვევა უნებლიე პროტესტის გრძნობას იწვევს. იგი მზხადაა დაიცვას თავისი სიმართლე ნებისმიერი საშუალებით, მიუხედავად იმიოსა, თუ რა შეიძლება მოყვეს ამას. მტრულად ეპყრობა ხელმოჭერილობას, ყოველგვარ ტაქტიკურ და დიპლომატიურ ხრიკებს, რითაც ხშირად უნებლიედ მის წინააღმდეგ განაწყობს ადამიანებს. სხვებთან ურთიერთობაში მოუქნელობას იქამდე მიჰყავს , რომ იგი ათასგვარ საქმიანობას იცვლის და ბევრჯერ რწმენაც ეკარგება, რაც მას დიდხანს ამახსოვრდება, რადგან ძალიან მგრძნობიარეა.
იფანი: 25 მაისი - 3 ივნისი, 22 ნოემბერი - 1 დეკემბერი
იგი დასცინის ცხოვრებისეულ სირთულეებს და ეს უპასუხისმგებლობისა და უნებისყოფობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცის რაც სურს და უფრო უკეთესად რაც არ სურს. თავმოყვარეა ყველაფერში, რაც კი საკუთარ წარმატებებსა და კეთილდღეობას შეეხება. ეგოისტია, მაგრამ ამავე დროს ხელგაშლილი. არ არის ძუნწი.ეს ჭირვეული ნატურა სიყვარულში სულ სხვა თვისებებს ამჟღავნებს: წინდახედულია და მტკიცე, კერძოდ ამ სფეროში იფანს უდიდესი წარმატებები აქვს და შეუძლია კარგი არჩევანის გაკეთება, ყველაფრის აწონ-დაწონვა. მისი შეუღლება სიყვარულით, ამასთანავე გონივრული ქორწინებაა. იშვიათად ცდება და დიდძალ ღონეს ახმარს ოჯახური ცხოვრების მოწყობას. მისი ჭკუა ეფუძნება, პირველ ყოვლისა, ინტუიციას. ორიგინალურია და ფანტაზიით სავსე. იფანს ისევე როგორც ცირცელს , ტირიფსა და კაკალს არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს წინასწარმეტყველებისა. ხშირად ერთობა წინასწარმეტყველის როლის თამაშით.ეს მშვენიერი და ძლიერი ხეა. სასიამოვნო შესახედაობისაა, ელეგანტურად და თავისუფლად მოძრაობს. თავისი თავი მოსწონს. მასთან მუდმივად ცხოვრება ადვილი არ გახლავთ. ცოცხალი ხასიათი აქვს და ძალიან მომთხოვნია. ისწრაფვის იმისკენ,რომ მასზე ზრუნავდნენ, რომ ფიქრობდნენ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც მას ყველაზე მეტად მოსწონს, აკეთონ მხოლოდ ის, რაც მას მოეწადინება, მაგრამ რაკი ნდობა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისა, ყველა როდი იტანს ამას.
რცხილა: 4 ივნისი - 13 ივნისი, 2 დეკემბერი -11 დეკემბერი
ლამაზი ხეა, თუმცა განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მოკლებულია. ახალგაზრდობაში ხშირად ძალიან ლამაზია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თვისება ეკარგება. რცხილა მის გარშემო არსებულ სამყაროს შემწყნარებლურად უყურებს. იგი ესთეტის ტიპია. ყურადღებას უთმობს უფრო ფორმას, ვიდრე შინაარსს. პირად ცხოვრებაში მას უწინარეს ყოვლისა აინტერესებს პირადი უპირატესობა. აშკარად გამოხატული მიდრეკილება აქვს დიციპლინის და მორჩილების. ოცნებობს ჯილდოებზე და პატივზე. სხვების მხრიდან აღფრთოვანებას მოკლებული, გულნაკლულია. ყველაზე მეტად მოსწონს დაკანონებული წესრიგისადმი მორჩილება და ამიტომ იშვიათად იჩენს ინიციატივას. გადაწყვეტილების მიღება აშინებს, ვაითუ მას შეცდომა მოჰყვესო. ამასთან პასუხისმგებლობის და სამართლიანობის გრძნობა აქვს მოჭარბებული. არ უყვარს საზოგადოების მიერ მიღებული კანონებისგან გადახვევა. უხალისოდ ღალატობს ერთხელ აღებულ სწორ, უკვე გათელილ და გამოცდილ გეზს. ახალ იდეებს სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ ამასთან წინააღმდეგია ასეთი აზრის: "მაინც სულ ერთია”.სიყვარულში გამოირჩევა უდიდესი ერთგულებით. გრძნობას ისე ეკიდება, როგორც პასუხსაგებ საქმეს, ამიტომ იგი საყვარელი და სასიამოვნო პარტნიორია. მაგრამ თუ ცხოვრება ასეთი არჩევანის წინაშე დააყენებს: სიყვარული თუ მოვალეობა, როგორც წესი მეორეს ირჩევს.
ლეღვი : 14 ივნისი - 23 ივნისი; 12 დეკემბერი - 21 დეკემბერი
ემოციური და შემწყნარებელი ხასიათისაა, ზოგჯერ ამ სულიერი სიმშვიდისა და ცხოვრებისეული ტკბობის გამო ისჯება ხოლმე, თუმცა წინააღმდეგობას უწევს ცდუნებებს. ცდილობს ზუსტად შეასრულოს ყოველდღიური ვალდებულებები. მისი ნდობა შეიძლება. შრომობს მუყაითად, თუმცა სულის სიღრმეში ზარმაცია. იმპულსურია და სიკეთით სავსე, მაგრამ ცხოვრებაში მუდმივად ებრძვის საკუთარ სისუსტეებს.ოჯახური გარემოს დიდი მოყვარულია. აუცილებლობად მიაჩნია მუდმივი კონტაქტები ახლობლებთა, თუნდაც მაშინ ,როცა მის ასეთ თვისებად არ აფასებენ და იმედებს არ უმართლებენ. მიდრეკილება აქვს სტაბილურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არცთუ ისე მტკიცეა ბევრ რამეში.ის დელიკატური ხეა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული თვისებები აქვს. სილამაზით დაჯილდოებული არ გახლავთ, მაგრამ შეუმჩნეველი არ რჩება. ლეღვის ხეს ზოგიერთი კომპლექსიც ახასიათებს. ყველგან და ყოველთვის თავს კარგად არ გრძნობს. ითხოვს ცხოვრებისეულ სივრცეს და სითბოს. არასასურველ პირობებში ჭკნება. ძნელად იტანს გაჭირვებას, მოწყენილი და დარდით სავსე ხდება. ასეთ პირობებში მისი დაცვითი სისტემა სუსტდება და ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ მის მიმართ.
მუხა : 21 მარტი - გაზაფხულის ბუნიაობა
მუხა ვერ იტანს ვერავითარ შეზღუდვებს, მისი მოქმედება ხშირად თვითნებობის ზღვარზეა და მაინც უყვარს სხვების აზრის გაზიარება. გულთბილი და სტუმართმოყვარეა, მეგობრობაში უტყუარია, მაგრამ ყოველთვის როდია ასეთი სიყვარულში. ცვალებადი არსებაა. შემდგომი გატაცებების მსხვერპლია. დარწმუნებულია, რომ “ახლა ეს სამუდამოა” ქორწინებისას ნელნელა ითოკება. ფეხზე მყარად მდგარი არ ისწრაფვის გარდაქმნისკენ და უკმაყოფილოდ იღებს ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია სხვების მოქმედებით. იგი კონსერვატორია. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეუძლია უანგაროდ მოქმედება, ყოველთვის თავის გამოჩენას ცდილობს და მთელი ყურადღება კონცენტრირებული აქვს პირად პრობლემებზე. სხვისი ცხოვრება დიდად არ აინტერესებს.ძალიან მამაცია, მაგრამ ეს მომდინარეობს არა იმდენად სულიერი თვისებებიდან, რამდენადაც გადაჭარბებული სიამაყისგან. არ უნდა, რომ იგი ლაჩრად მიაჩნდეთ, ამიტომ გამწვავებულ ვითარებაში წინასწარვე იმაზე მკვეთრად რეაგირებს, ვიდრე ეს საჭიროა. თავშეკავებულს და ნებისყოფიანს ჩვეულებად არ აქვს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს და როგორც წესი, ყოველთვის ცუდი მხარეებიც აქვს: მისი შეურიგებლობა ხშირად პრობლემებს უქმნის. ბევრს მიაღწევდა, ცოტაოდენი დიპლომატობა რომ შეეძლოს.სიცოცხლით სავსეა, ძალ-ღონით და სილამაზით გამორჩეული. მასში სისუსტის ნატამალიც კი არ არის. დიდებული და ღირსებით სავსე მოძრაობები ახასიათებს და ეს სოლიდურობა ადამიანებში მისდამი პატივისცემას ბადებს. სავსებით ჯანმრთელია რაც მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვერ იტანს ავადმყოფობას. სისხლის დანახვამ შეიძლება გულისწასვლამდე მიიყვანოს.
არყის ხე : 24 ივნისი - ზაფხულის პირისპირ
მოქნილი და არისტოკრატულია, მსუბუქი. საყვარელია თანაცხოვრებაში. წარმატებით სარგებლობს, არასდროს იყენებს ბოროტად თავის კარგ თვისებებს, შეუზლია იყოს დელიკატური და თავშეკავებული ,არავის ახვევს თავის სიმპათიებს და განწყობილებას, სამაგიეროდ არაფერს ითხოვს და არც არაფერი სურს.
მუდამ ელეგანტურია, ყოველგვარი მორალიზების გარეშე. ზომიერების და მოთმინების გრძნობით სავსეა, მხოლოდ ერთს ვერ ეგუება- ვულგარულობას. ფუფუნება და იაფფასიანი თავწარმოჩენა მისთვის უცხოა. სნობიზმის ნიშან-წყალიც კი არ გააცნია. დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა სოფელსი, თუმცა შეუძლია შეეგუოს ყოველ ადგილს, მხოლოდ ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდი მუშაობის. მიუხედავად მოხდენილი გარეგნობისა ხშირად ყურადრების ცენტრში ვერ ხვდება. მისი მორიდებული და დელიკატური ხასიათი განსაზღვრავს მშვიდი სიყვარულისადმი მიდრეკილებას. სენტიმენტალურია და არ უფრთხის ვნებიან გრძნობებს. ლოიალური და ერთგულია. ზოგჯერ ნაჩქარევად ქორწინდება, მაგრამ არასდროს ნაღვლობს ამ არჩევანის გამო.
ზეთისხილი : 23 სექტემბერი - შემოდგომის ბუნიაობა.
ზეთისხილი სიყვარულისას ცდილობს არ იყოს ეჭვიანი, უყვარს პარტნიორის დამოუკიდებლობა, თუნდაც მაშინ, როცა ამის გამო ჩუმად იტანჯება. ისიც ხდება, რომ ღრმად იხევს უკან. თითქმის პირად სიყვარულსაც კი თმობს. მაგრამ ეს სულაც არ არის იმის მანიშნებელი, რომ იგი სუსტია და ადვილად დამყოლი. უბრალოდ ზეთისხილისთვის უმთავრესია სიმშვიდე. ბევრ დროს უთმობს ფიქრებს. უყვარს კითხვა. სწავლობს საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებისთვის.ყოველგვარ სიტუაციაში ინარჩუნებს ღიმილს ,ნაწილობრივ იმის წყალობით, რომ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. უაზრობად მიაჩნია ნერვების აშლა, შეუზლია თავისი სიმშვიდე და უშფოთველობა სხვებსაც გადასდოს. მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილი გულკეთილია, იმის საკმარისი ჭკუა და ჯანსაღი აზროვნება კი აქვს, არავის დართოს ნება მისი სიკეთის ექსპლუატირებისა. იგი თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობის გამოირჩევა. ყველაფერს იგებს და შეუძლია შევიდეს სხვის მდგომარეობაში. მისთვის ჩვეული მიუკერძოებლობა აიძულებს მას დაივიწყოს საკუთარი თავი. მან იცის ამის შესახებ და ადრევე ურიგდება ამ აზრს. ამიტომაც უყვართ და აფასებენ მას, თუმცა თვითონ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობს. უცხოსთან ურთიერთობისას თავშეკავებულია.მას მომხიბვლელობა არ აკლია. ხშირად აწუხებს რევმატიზმი, ძლიერ უყვარს მზე და უმისობა ადარდებს. გაწონასწორებული და მშვიდია, არ არის აგრესიული, არ სურს გაირთულოს ცხოვრება. მომთმენია, თუმცა აქვს საკუთარი შეხედულებები ცხოვრებაზე. მას დასაშვებად მიაჩნია ისიც, რომ სხვებსაც გააჩნდეთ საკუთარი აზრები. არასდროს ერევა სხვების საქმეებში. ზეთისხილი იმდენად დელიკატურია, რომ ადვილად შეიძლება დაადანაშაულო გულგრილობაში , მაგრამ ის სრულიადაც არ არის გულგრილი. პირიქით ნებისმიერს შეუძლია მიმართოს დახმარებისთვის.ზეთისხილი: 23 სექტემბერი – შემოდგომის ბუნიაობა.
წიფელი : 21-22 დეკემბერი - ზამთრის პირისპირ დგომა
ინგელიგენტურია, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული. ნამდვილი მატერიალისტია. უპირველეს ყოვლისა სურს იყოს მდიდარ, შემდეგ კი თუ შესაძლებელია ბედნიერიც.წიფელი წესიერი არსებაა, მრავალი სოლიდური თვისების პატრონია. ყველაფრის აწონ-დაწონვა იცის, არასდროს დაჰყვება შემთხვევითობის ნებას. სიყვარულისას არ ჰყოფნის ფანტაზია. იდეალური მეუღლეა. ისწრაფვის ჰყავდეს შვილები, სამაგალითოდ მოაწყოს სახლი, კარგად გაატაროს შვებულება. უკვე მოწიფულს შეიძლება თავს გადახდეს ერთი-ორი ფათერაკი, ისიც უმეტესად იმის, გამო რომ მუდამ ცდილობს დაამტკიცოს თავისი ახალგაზრდობა ( მაშინაც კი როცა ასაკში შევა)აშოლტილი და ლამაზია. მიეკუთვნება იმათ, ვინც ღრმა სიბერემდე აღწევს და ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომელიც ახალგაზრდობას ახასიათებს. მას შეუძლია შეინარჩუნოს კარგი ფორმა, მოხერხებულობა და მოქნილობა მოძრაობის დროს. ყოველთვის მოვლილია. თუ სასურველ გარემოში მოხვდება, ნებისმიერ სფეროში აღწევს წარმატებას. მოხერხებულობას და საზრიანობას ავლენს ნებისმიერ სიტუაციაში. ნაირნაირი გეგმები აქვს, რომელთაც წარმატებით ახორციელებს. არავის აძლევს უფლებას გზას ააცდინოს. ძალა შესწევს საკუთარი ცხოვრება კარგად მოაწყოს. ზოგჯერ გულუხვობასაც იჩენს, თუმცა ჩვეულებრივ ძალიან ანგარიშიანია და უშეცდომოდ აგეგმარებს თავის ბიუჯეტს. მაინცდამაინც არ უყვარს თავისი საკუთრებიტ გაყოფა, მას ეკონომიურად ხარჯავს.