სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისთვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
თელა
12 იანვარი - 24 თებერვალი; 6 ივლისი - 25 ივლისი
ხშირად საშუალოზე დაბალი, ან ძალიან მაღალი და გიგანტური აღნაგობისა, სახის ლამაზი ნაკვთებითა და ნატიფი კიდურებით. საპირისპირო სქესში მუდამ იწვევს სიმპათიასა და ინტერესს. თუმცა, მკაცრი გამომეტყველების და ზედმეტი სერიოზულობის გამო, მასთან ახლოს მისვლას ბევრი ვერც ბედავს.
ამ ადამიანების ჩაცმულობა სადა, მაგრამ დახვეწილი და გემოვნებიანია. აქვთ უცნაური ჩვევა - ხშირად იჩემებენ ტანსაცმელს.
ისინი იშვიათად ურთულებენ სხვას ცხოვრებას, არ არიან პრეტენზიულები და მომთხოვნები მაშინაც კი, როცა სამართლიანად ეკუთვნით რამე. მშვიდი ხასიათი და გაწონასწორებული მანერები გააჩნიათ. ხშირად უყვართ დაგვიანება და საქმის ნება-ნება კეთება.
თელას ნიშნით დაბადებულებს სუსტი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნიათ, ამიტომ ხშირად ავადდებიან ვირუსული ინფექციებით. იგი პირდაპირი და ზოგჯერ ხისტიც კია გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. თუმცა, ხშირად შეუძლია განაიარაღოს მოწინააღმდეგე საკუთარი სიმართლითა და სიალალით. სიყვარულის გამოხატვა ენის მოჩლექით არ შეუძლია, თუმცა ერთგულია უკიდურესობამდე თუკი საქმე ახლობელი ადამიანების უსაფრთხოებას და საჭიროებებს ეხება. ზოგდად, მძაფრად განვითარებული მოვალეობის გრძნობა და პასუხისმგებლობა გააჩნია.
პირად ცხოვრებაში საკმაოდ ბობოქარ ვნებებს ემორჩილება. თუმცა ხშირად ცდება არჩევანში და თავისზე სუსტ, ან შეუფერებელ პარტნიორს ირჩევს. უყვარს დომინანტური პოზიციის დაკავება ამიტომ ოჯახშიც იმავეს შეეცდება. მისი სიყვარული ძლიერია, მაგრამ იმავეს და ხშირად უფრო მეტსაც კი ითხოვს იგი პარტნიორისგან რასაც ხშირად ვერ ღებულობს ხოლმე. თუკი მას გონიერი, მაგრამ ლოიალური მეორე ნახევარი შეხვდა ცხოვრების გზაზე შესაძლოა ხანდაზმულ ასაკამდე იყვნენ ერთად.