დრუიდების ჰოროსკოპი - ტირიფი 1 - 10 მარტი; 3 - 12 სექტემბერი

დრუიდების ჰოროსკოპი -  ტირიფი 1  - 10 მარტი; 3 - 12 სექტემბერი

ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.

ტირიფი

1 - 10 მარტი; 3 - 12 სექტემბერი

მელანქოლიური, ცოტა სენტიმენტალური და საკმაოდ ემოციური ადამიანია. გარეგნულად მომხიბვლელია, თუმცა ყურადღებას უფრო სევდიანი გამომეტყველებით იქცევს, ვიდრე დახვეწილი ნაკვთებით ან მანერებით. მოსწონს იდუმალებით მოცული ცხოვრების წესი და ხშირად ასაიდუმლოვებს ბევრ რამეს საკუთარ თავზე.

ძალზე სენსიტიურია. უყვარს სითბო და არ შეუძლია ახლო გარემოცვის ადამიანების გარეშე გაძლება.

მუდმივად განიცდის მოთხოვნილებას, რომ ვინმემ მასზე იზრუნოს. სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს სუნისა და გემოს აღქმის კუთხით. მისი მეხსიერება ხშირად სწორედ ამ ფაქტორებზეა დაფუძნებული და ადამიანებს (ადგილებს) სუნის მიხედვით იმახსოვრებს.

ფინანსებთან მიმართებაში საკმაოდ გამჭრიახი, ცოტა ძუნწი და წინდახედულია. იშვიათად აწუხებს ვინმეს პრეტენზიებით, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ სწორედ ამ დამთმობი ხასიათის გამო, მას აბსოლუტურად უზრუნველყოფენ სხვა ადამიანები.

დიპლომატიური, ფრთხილი და ლოიალურია. არასოდეს ახვევს საკუთარ შეხედულებებს სხვას თავზე. სიყვარულში რომანტიკულია, თუმცა ძალიან აფასებს ფიზიკურ შეგრძნებებს და კომფორტს. ხშირად ზედმეტად აიდეალებს ხოლმე პარტნიორებს.

არტისტული მონაცემები გააჩნია. ამასთან ერთად, კარგი ფანტაზიის უანრითაცაა დაჯილდოებული. ამ ადამიანებს ხშირად ვხვდებით შემოქმედებით სფეროში და სახელოვნებო სარბიელზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?