ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
თხილი
22 - 31 მარტი; 24 სექტემბერი -3 ოქტომბერი
ხშირად შეუხედავი ან ფიზიკურად სუსტია. იშვიათად იქცევს ხოლმე ყურადღებას საკუთარი გარეგნობით და განსაკუთრებული ამბიციურობაც არ ახასიათებს ამ მხრივ. თუმცა მარტივად შეუძლია სხვების მოჯადოება ინტელექტითა და გონიერებით თუ მასთან ახლო კონტაქტში შეხვალთ.
იგი მარტივად ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს, იშვიათად წუწუნებს და დაობს. დიდი ოპტიმიზმითა და სასიცოცხლო პოტენციალის სიძლიერით გამოირჩევა, ამიტომ ყოველთვის აქვს ძალა და უნარი, რომ თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
პირად ურთიერთობებში შეუძლია ადვილად მოაწონოს ვინმეს თავი. გასაოცარი მაგნეტიზმი და ქარიზმა ახასიათებს, რის ხარჯზეც პარტნიორებს თავბრუს ახვევს ხოლმე. თუმცა შეუძლია იყოს ყველაზე იდეალური და ყველაზე მტანჯველი პარტნიორიც, გააჩნია თავად მის სულიერ განვითარებას.
თანდაყოლილი სიბრძნე და ინტუიციური მიხვედრილობა გააჩნია. თუმცა ასეთივე წარმატებით შეუძლია იყოს ბოროტი და მანიპულატორიც. ცვალებადი ხასიათი აქვს და ხშირად თავადაც ვერ აცნობიერებს ისე ემორჩილება შინაგანი იმპულსების გავლენას. როგორც წესი მაქსიმალისტური ხასიათი აქვს, ამიტომ შუალედი არასოდეს გააჩნია. თუ უყვარს ვინმე მთელი გულით უყვარს, ხოლო თუ მრისხანებამ დარია ხელი, შეუძლია ნებისიერი ტიპის საზღვარს გადააბიჯოს, მათ შორის მორალურ-ეთიკურსაც. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ შუასაუკუნეებში დროის ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს ხშირად სდებდნენ ბრალს ჯადოქრობაში.
რეალურადაც მათი ორიგინალური აზროვნების უნარი, სხვებზე ზემოქმედების ნიჭი და ფსიქოლოგიური მანიპულაციის შესაძლებლობები მართლად უსაზღვროა. ამ ადამიანთან ბედის დაკავშირებით თქვენ იძენთ ძალზე კაპრიზულ, თუმცა საინტერესო და მრავალმხრივ პარტნიორის. რომელიც მიდრეკილია განწყობის ცვალებადობისკენ და ხშირად უბრალოდ ეკარგება ინტერესი ყველაფერის მიმართ. თუმცა პერიოდულად მასში ისევ იღვიძებს აქტიური ქმედებების სურვილი და ამ დროს იგი გასაოცარ საქმეებს სჩადის. ასე რომ, სტაბილურობას არა, მაგრამ მის გვერდით ცხოვრება უდავოდ გპირდებათ საინტერესო თავგადასავლებს.