ტერიტორიაზე სახლობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ადამიანი ამ ქვეყნად ამა თუ იმ მცენარეს შეესაბამება საკუთარი არსით და განვითარებისათვისაც როგორც მცენარეებს, შესაბამისი გარემო-ფაქტორები სჭირდება.
ზეთისხილი - 23 სექტემბერი
ამ ადამიანებს შორის რადიკალურად განსხვავებული ინდივიდები გვხვდებიან, როგორც ვიზუალურად ისე საქმიანობის მხრივ. ზეთისხილს სუსტი ძვლოვანი სისტემა აქვს, შესაბამისად ამ ხალხს საოცრად უყვარს მზე და ხშირად მათი უგუნებობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ღრუბლიანი ამინდიც შეიძლება იყოს.
დიპლომატიური, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. არ უყვარს არც სხვისთვის და არც საკუთარი თავისთვის ცხოვრების გართულება.
ამიტომ იშვიათად ებმება კონფლიქტში. თუმცა ყოველთვის გააჩნია ამა თუ მოვლენაზე საკუთარი აზრი, მაგრამ სხვებს არასოდეს ახვევს თავს თავის შეხედულებებს. პატივს სცემს გარშემო მყოფების მოსაზრებას და მუდმივად ცდილობს იყოს ლოიალური ადამიანური სისუსტეების მიმართ.
ხშირად მისი ეს დელიკატურობა ადამიანებს გულცივობა და ინდეფერენტულობა ჰგონიათ. მას ხშირად ადანაშაულებენ ასევე ზედაპირულობაში. სინამდვილეში კი იგი ძალზე გულისხმიერი ადამიანია და შეუძლია ნებისმიერს გაუწოდოს დახმარების ხელი საჭიროების შემთხვევაში.
ამ ადამიანის ყველაზე დიდი "კოზირი" მუდმივი ღიმილია სახეზე. თქვენ მას იშვიათად ნახავთ მოღუშულს ან ცუდ ხასიათზე მყოფს. იგი უფრთხილდება საკუთარ ნერვებს, მისი სიმშვიდე კი სხვებისთვისაც საოცრად გადამდებია.
ერთი შეხედვით კეთილი და უბოროტი ჩანს, თუმცა არ არის უჭკუო და სულელი. ამიტომ მის გამოყენებას ამაოდ ნუ შეეცდებით. შინაგანად გასაოცარი სამართლიანობის გრძნობითაა დაჯილდოებული. შესაბამისად, არც თქვენ შეგავიწროებთ, მაგრამ არც საკუთარი ტერიტორიის ან ფასეულობების ხელყოფის საშუალებას მოგცემთ ოდესმე.