გააჩნდათ ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
ამონ რა 8-21 იანვარი, 1- 11 თებერვალი.
ისინი მზის კულტის წარმომადგენლები არიან. ლიდერი, სულით მამაცი და გულუხვი ხალხია. დაჯილდოებულნი არიან გამოუსწორებელი ოპტიმიზმით, უყვართ ცხოვრება ნებისმიერი გამოვლინებით. ამონ რას სიმბოლოს ქვეშ ხელოვანი და შემოქმედებითი პიროვნებები ერთიანდებიან. მათ შორის ბევრ ცნობილ მუსიკოსს, მხატვარს, მსახიობს ან შოუბიზნესის ვარსკვლავს ვხვდებით.
დაჯილდოებულნი არიან განსაკუთრებული ქარიზმით, რის ხაჯზეც ადვილად იმსახურებენ ადამიანთა სიმპათიებს. ამიტომ ბედი პოლიტიკაშიც სწყალობთ. მათ გააჩნიათ ლიდერის აურა, თუმცა დიქტატორული მიდრეკილებებისგან აბსოლუტურად შორს არიან. კარგი დიპლომატიური უნარები გააჩნიათ. თუმცა ხშირად უჭირთ პირადი ბედნიერების პოვნა, იმიტომ რომ მათი უმეტესობა აქტიური საზოგადო ცხოვრებით ცხოვრობს და ცდილობს გარშემო მყოფებისთვის იყოს სასარგებლო.