დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
გები ანუ შუ – 12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო
ეგვიპტელები მას მიწის, ნაყოფიერების, ერთიანობისა და სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩევდნენ. "ბატისთავიანი" ღმერთი, რომელიც წითელი პარიკით გამოსახებოდა, აშკარად გამოირჩევა ეგვიპტურ პანთეონში საკუთარი ვიზუალით. იმავეს თქმა შეიძლება ადამიანებზე, ვინც გების მფარველობის პერიოდში მოევლინა ქვეყანას. მათგან შესანიშნავი მრჩევლები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები და პედიატრები გამოდიან. ეს არის კეთილი, გულისხმიერი და გამგებიანი ადამიანი. მათ აქვთ უნიკალური ძალა – გარშემო ყველა და ყველაფერი რეგენერაციის (განკურნება-აღდგენის) პრინციპს დაუმორჩილონ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ თავად არიან შინაგანად დალაგებული და გაწონასწორებული.
ამ ხალხს ხშირად ფლეგმატიკებად მიიჩნევენ გარშემო მყოფები. ბევრი მათგანი შეიძლება ითქვას, რომ სიტყვაძუნწი და ჩაკეტილიც კია. თუმცა სწორედ ეს "განდეგილობა" აძლევს გებს იმის ძალას, რომ დაგროვილი სულიერ-ენერგეტიკული პოტენციალი გარშემო მყოფთა კეთილდღეობას მოახმაროს.
იგი არაჩვეულებრივი მსმენელი, გულის მესაიდუმლე და მრჩეველია. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ანდობს მას მნიშვნელოვან ინფორმაციას და საიდუმლოებებს.
გების ცხოვრებაში სიყვარულს მეორეხარისხოვანი როლი უკავია. იგი ეძებს ადამიანს, რომელიც მას ემოციურად და მენტალურად დაუდგება გვერდით. თუმცა, პირადი ურთიერთობების გამო, ადამიანების დახმარებასა და თანადგომაზე უარს გები არასოდეს იტყვის.