ძველ ეგვიპტელებსაც გააჩნდათ ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
ისიდა – 11-31 მარტი 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი.
ისიდა ძველ ეგვიპტელებს ქალურობის, დედობის სიმბოლოდ ჰყავდათ გაიგივებული. იგი ოსირისის მეუღლე იყო. ითვლებოდა ჩვილებისა და მეზღვაურების მფარველად.
ისიდა თავგანწირვის სიმბოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც მან მკვდრეთით გააცოცხლა მტრებისგან მოკლული ქმარი – ოსირისი. ისიდას ძირითადი ღირსება ხომ სწორედ ესაა – უსაზღვრო და თავგანწირული სიყვარულის უნარი.
ისიდას გავლენით დაბადებული ადამიანები ამქვეყნად სხვების დასახმარებლად, სითბოსა და სიკეთის გასაცემად მოდიან. ამასთან ერთად, ამ ხალხმა ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან.
ამ ადამიანებს განსაკუთრებული დამცავი აურა გააჩნიათ. შესაბამისად, ყველა სიბინძურე და ნეგატიური ადამიანი თავისთავად იბლოკება მათკენ მიმავალ გზაზე ცხოვრებაში. ისიდას მფარველობაში მყოფნი ამბიციურები არიან, თუმცა კაცთმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა ამ თვისების დარეგულირებაში ეხმარება მათ. ენერგიულებს და კრეატიულებს, მუდამ გააჩნიათ ცხოვრების დატვირთული რიტმი და გრაფიკი. მათ იშვიათად ახასიათებთ ცრურწმენები და გარშემო მყოფთა სოციალური დაყოფის ჩვევა.
ბუნებით რეფორმატორები და ექსპერიმენტატორები არიან. უყვართ და სწამთ ადამიანების, მაშინაც კი, როცა ღალატის სიმწარე აქვთ გადატანილი. ამ ხალხს ხანგრძლივად და ერთგულად სიყვარული შეუძლია. თუმცა ისინი იმდენად იდეალისტურად აღიქვამენ სიყვარულს, რომ თუკი ერთხელ გაუცრუვდათ არჩევანში გული, სამომავლოდ მარტოობას ამჯობინებენ საერთოდ.