ადამიანების დაყოფის ჩვევა მათი ფსიქოტიპებისა და ბედისწერის ხაზის მიხედვით. თუმცა, ისინი ამ შემთხვევაში, პიროვნების შესახებ მისი შესატყვისი და მფარველი ღვთაების მიხედვით მსჯელობდნენ:
ნილოსი 1-7 იანვარი 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი.
ექსპანსიური, ამბიციური, საოცრად ენერგიული და არაპროგნოზირებადი ინდივიდი ხართ. მაქსიმალისტური დამოკიდებულება გაგაჩნიათ ცხოვრების მიმართ. ადამიანებს ან ძალიან უყვარხართ, ან აშკარა ანთიპათიას გამოხატავენ თქვენდამი. თქვენნაირი ადამიანი ვერ ეგუება რუტინას, შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურს აჯობებს კერძო ბიზნესი არჩიოთ. პირად ცხოვრებაში კი სასურველია გვიან გადაწყვიტოთ დაოჯახება, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ერთი პარტნიორი ვერ დააკმაყოფილებს თქვენს ფართო თვალსაწიერს.
მნიშვნელოვანი დეტალი – შესაძლოა მედიუმის შესაძლებლობები, ბიოდენები და მსგავსი ტიპის უნარები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში.